"უკრაინის ნატოში შეყვანის მცდელობები ძალიან ნეგატიური იქნება მთელი ევროპული უსაფრთხოების სისტემისთვის, და ჩვენ ამის კატეგორიულად წინააღმდეგი ვიქნებოდით. მე აქ არაფერი მაქვს დასამალი", - განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეარხ Bloomberg-თან ინტერვიუში.
"ეს არამარტო უკრაინელებისა და ნატოს საკითხი იქნება, არამედ რუსეთსაც შეეხება", - თქვა მან.
ამავდროულად, უკრაინის ევროკავშირში შესვლის პერსპექტივაზე საუბრისას, ლავროვმა აღნიშნა, რომ ეს არჩევანი "თავად უკრაინაზეა" დამოკიდებული, მაგრამ მან კარგად უნდა გაიაზროს შედეგები დსთ-ს ფარგლებში გარემოებებთან დაკავშირებით.
ლავროვი ასევე შეშფოთებულია უკრაინულ ვერტმფრენებზე "გაეროს სიმბოლიკით".
"ჩვენ, რა თქმა უნდა, გვსურს გავიგოთ, როგორ მოხდა, რომ ვერტმფრენები გაეროს ლოგოებით გამოიყენებოდა სამხრეთსა და აღმოსავლეთში პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ", - ხაზი გაუსვა ლავროვმა.
მინისტრმა ასევე ეჭვი გამოთქვა დონეცკის ოლქში ამერიკელი დაქირავებულების შესახებ.მასალის გამოყენების პირობები






