რობერტ კიოსაკი: გზა უსახლკარობიდან მილიონერობამდე
ეს საინტერესოა - 13:11, 14 May, 2014     10994

მე და ჩემი ცოლი კიმი 1985 წელს უმუშევრები დავრჩით. დანაზოგიდან ცოტაოდენი ფულიღა გვქონდა დარჩენილი. ჩვენი საკრედიტო ბარათები დაცარიელდა და ჩვენ ძველ ყავისფერ ტოიოტაში ვცხოვრობდით, გასაშლელი სავარძლებით, რომლებიც საწოლის მაგივრობასაც გვიწევდა. პირველი კვირის ბოლოს მკაცრი სინამდვილე და იმის შეგნება, თუ ვინ ვიყავით და რა გადაგვხვდა თავს, მძიმედ გვაწვა შემეცნებაზე.

ჩვენ ბინის გარეშე კიდევ ორი კვირა მოგვიწია ცხოვრება. მეგობარმა ქალმა, გაიგო რა ჩვენი სავავალო ფინანსური მდგომარეობა, ცალკე ოთახი შემოგვთავაზა თავის ბინაში. ცხრა თვის განმავლობაში ვცხოვრობდით მასთან და ჩვენს მდგომარეობაზე ვდუმდით. შორიდან ყველაფერი ნორმალურად ჩანდა, მეგობრებმა და ნათესავებმა, როცა ჩვენი მდგომარეობის შესახებ გაიგეს, პირველი კითხვა, რომელიც დაგვისვეს ასეთი იყო: “რატომ არ იწყებთ მუშაობას?”

თავიდან შევეცადეთ აგვეხსნა, მაგრამ ვერ შევძელით მიზეზები განგვემარტა. იმას, ვინც სამუშაოს აფასებს, ძნელია აუხსნა, რატომ არ გინდა სამუშაოს მოძებნა.

ხანდახან გვქონდა დროებითი სამუშაო და რამდენიმე დოლარს გამოვიმუშავებდით, მაგრამ ამას მხოლოდ სურსათისა და ავტომანქანის გაზის შესაძენად ვაკეთებდით.ეს მცირეოდენი დოლარები მხოლოდ გვათბობდა ჩვენი ერთადერთი მიზნის მიღწევის გზაზე.

ის წელი, ყველაზე მძიმე და გრძელი აღმოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში. მე მივხვდი, ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ფულს მნიშვნელობა არ აქვს, ეტყობა დიდხანს უფულოდ არ ყოფილა. მე და ჩემი ცოლი ხშირად ვჩხუბობდით და ვკამათობდით. შიში, უიმედობა და შიმშილი ადამიანზე ისე მოქმედებს, რომ იგი თავშეუკავებელი ხდება და ხშირად იმაზე ბრაზობს, ვინც ყველაზე მეტად უყვარს. და მაინც სიყვარული და ოჯახისადმი პასუხისმგებლობა გვაჩერებდა და ამ მძიმე სიტუაციაში უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს. ვიცოდით რა გვინდოდა, საით მივისწრაფოდით,მხოლოდ ის არ ვიცოდით, ოდესმე მივიდოდით იქ თუ არა.

ჩვენ ვიცოდით, რომ უსაფრთხო მაღალანაზღაურებადი სამუშაოს პოვნა ყოველთვის შეგვეძლო. ორივენი კოლეჯის კურსდამთავრებულნი ვიყავით კარგი ცოდნითა და მუშაობის ჩვევებით. ჩვენ ვისწრაფოდით ფინანსური თავისუფლებისკენ და რამოდენიმე წელში ჩვენ მილიონერები გავხდით.

ზოგიერთი ადამიანი ამბობს: “ფული, რომ აკეთო ფულია საჭირო”. მე ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები, რადგან უფულოდ გავიარე ეს გზა. 1985წ. უსახლკარობიდან 1989 წელი სიმდიდრემდე და 1994 წელს ფინანსურად დამოუკიდებელი გავხდი. ჩვენ არა თუ არანაირი ფული არ გვქონდა, როცა ვიწყებდით, არამედ ჯერ ისევ ვალებში ვიყავით.

აგრეთვე კარგი განათლებაც არ არის აუცილებელი. მე კოლეჯის დიპლომი მაქვს, მაგრამ პატიოსნად ვიტყოდი, რომ ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევაში ამას არანაირი წვლილი არ აქვს. ის ცოდნა,რაც კოლეჯში სწავლისას მივიღე ვერაფრით გამოვიყენე.

ბევრმა წარმატებულმა ადამიანმა სკოლა დიპლომის მიუღებლად დატოვა. თვით ისეთმა ადამიანებმაც კი როგორიცაა: თომას ედისონი (გენერალ ელექტრიკი), ჰენრი ფორდი (ფორდ მოტორს კომპანი), ბილ გეითსი (მაიკროსოფტი), ტედ ტერნერი (CNN), მაიკლ დელი (დელი), სტივ ჯობსი (ეფლი), რალფ ლაურენი (პოლო); კოლეჯში მიღებული განათლება აუცილებელია ტრადიციული პროფესიებისთვის და არა იმისთვის, რომ ამ ადამიანებს დიდი სიმდიდრე დაეგროვებინათ. ისინი საკუთარ მიზნებსა და იდეებს მიჰყვებოდნენ და წარმატებულ ბიზნესს ავითარებდნენ. ჩვენც ამ მიზნით ვიყავით მოტივირებული.

ხშირად მეკითხებიან: “თუ არ არის საჭირო ფული, რომ ფული ვაკეთოთ, და სკოლაში არ გვასწავლიან, როგორ გავხდეთ ფინანსურად და მატერიალურად თავისუფალი, მაშინ აბა რა მოგვეთხოვება?”

ჩემი პასუხი ასეთია: მოგეთხოვებათ ოცნება და დიდი გამბედაობა. სწრაფად მოქმედებებისა და სწავლის მზადყოფნა. და უნარი სწორად გამოიყენოთ ღვთის მიერ ბოძებული შესაძლებლობები და პიროვნული აქტივები.

ნაწყვეტი წიგნიდან “ფულის ნაკადის კვადრანტი”

წყარო: 4motivi.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42