თბილისის საქალაქო სასამართლოში უფლებამოსილებაშეჩერებული მერის გიგი უგულავას სასამართლო პროცესი „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე მიმდინარეობს.
საქმის არსებითი განხილვა, რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
მიმდინარე პროცესზე მხარეები დღეს შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ, რის შემდეგაც დაიწყება მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი.
პროცესის დაწყებამდე პროკურორ ქეთევან ჩაჩავას განცხადებით, ბრალდების მხარე შესავალ სიტყვაში ისაუბრებს ფაქტებზე, რომელიც ამტკიცებს უგულავას და მასთან ერთად ბრალდებულების დანაშაულს. პროკურორის თქმით, "თბილისის განვითარების ფონდიდან" 50 მილიონამდე ლარის გაფლანგვა მოხდა.
დაცვის მხარის ადვოკატ გიორგი გელხაურის განცხადებით, ადვოკატები ყურადღებას გაამახვილებენ გიგი უგულავას უდანაშაულობაზე.
გიგი უგულასავა და მასთან ერთად ბრალდებულ მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი ედებათ 50 მილიონამდე ლარის გაფლაგვაში.
მასალის გამოყენების პირობები






