რატომ არის სახელმძღვანელოების 60% უვარგისი და რა ბედი ელის პირველკლასელთა ,,ნეთბუქებს“
პოზიცია - 20:32, 13 May, 2014     3094

საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეისათვის განათლების სამინისტროში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. „ნიუპოსტთან“ საუბრისას შაშკინმა აღნიშნა, რომ პირველ კლასელთათვის „ნეთბუქების“ პროექტის შეჩერების საშიშროება არსებობს.

შაშკინმა განათლების სამინისტროს მიერ 2014 წლის ბიუჯეტის არასწორად შედგენის შესახებაც გააკეთა კომენტარი. ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგების პროექტი გაუმართლებელია:

_დიდიხანია საზოგადოება დარწმუნდა, რომ განათლების სისტემას პატრონი არ ჰყავს და ეს არის ის ინსტიტუცია, რომელმაც პირველმა ვერ გაუძლო ახალ მთავრობას და დღეს სრულიად განადგურებულია. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მოიკითხოს თუ რა ხდება განათლების სისტემაში, იმიტომ, რომ გარდა თავისი ხელფასების, პრემიების, მანქანების და დასვენებისა, არც მინისტრი, არც განათლების სამინისტროს სხვა ხელმძღვანელები არაფერზე არ ფიქრობენ.

_კონკრეტულად რა იგულისხმება იმაში, რომ განათლების სამინისტრომ ახალ მთავრობას ვერ გაუძლო?

_ორ მაგალითს მოვიყვან: 2011 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, პირველკლასელები იღებენ კომპიუტერებს ე.წ. ნეთბუქებს. ეს არის ძალიან პოპულარული პროგრამა, მნიშვნელოვანი სტიმულია ბავშვებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია განათლების სისტემისთვის. ყველა კვლევა ამას აფიქსირებს. განათლების სამინისტრომ იანვარში განაცხადა, რომ 2014 წელს ბავშვები უკეთეს „ნეთბუქებს“ მიიღებენ, უფრო ძლიერს, თავისი „თაჩსქრინით“. მაგრამ დღეს უკვე არის 13 მაისი და ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა, მხოლოდ ახლა დაადგინა განათლების სამინისტრომ, რომ თურმე „თაჩსქრინიანი“ ღირს 100 დოლარით უფრო მეტი და ბუნებრივია, ფული ამისთვის ბიუჯეტში არ იყო ჩადებული. ახლა დაადგინეს, რომ ფული არ ჰქონიათ ბიუჯეტში, იმიტომ, რომ არასწორად იყო შედგენილი 2014 წლის ბიუჯეტი განათლების სამინისტროს ბუღალტრების მიერ. უკვე არის სერიოზული პრობლემები დროსთან დაკავშირებით, ხვალაც რომ გამოაცხადონ ტენდერი, მაინც უკვე ძალიან შეზღუდული კომპანიები იქნებიან ამ კომპიუტერების მიწოდებაში და ამ პროგრამას მაინც ვერ გააუქმებს განათლების სამინისტრო, როგორც არ უნდა უნდოდეს, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან პოპულარული პროგრამა.

_აღნიშნული ნეთბუქები, რამდენადაც ცნობილია საქართველოში ეწყობა...

_მნიშვნელოვანია ისიც, რომ შარშან ამოიღეს სატენდერო პირობებიდან, რომ ეს კომპიუტერები უნდა აეწყოთ საქართველოში. ჩვენი ხელშეწყობით, ამიერკავკასიაში პირველი კომპიუტერული ქარხანა, „ალგორითმის“ ქარხანა გაიხსნა და იმის გამო, რომ ეს პირობა იყო ამოღებული, დაიკეტა და დაახლოებით 100 მაღალკვალიფიციური სპეციალისტი დარჩა უმუშევარი. ერთადერთი ბერკეტი რაც ახლა დარჩა განათლების სამინისტროს, არის საზოგადოების ჩართულობა ამ პროცესებში და საზოგადოებრივი აზრი.

უნდა დაამთავროს განათლების მინისტრმა ფიქრი ხელფასებზე, პრემიებზე და იფიქროს იმაზე, რისთვისაც იღებს ხელფასს. იფიქროს განათლებაზე, ბავშვებზე, იმაზე, როგორ გააუმჯობესონ განათლების სისტემა.

_თუკი ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული თანხები, რამდენად შესაძლებელია, რომ სამინისტრომ უარი თქვას აღნიშნული პროგრამის განხორციელებაზე?

_მე მაქვს განცდა, ჩემი სუბიექტური მოსაზრება არის, იმის გამო, რომ არასწორად შეადგინეს ბიუჯეტი, ბოლო მომენტამდე წელავენ დროს, განათლების მინისტრს ეშინია პრემიერთან მისვლა და იმის თქმა, რომ თავისი ბრძნული იდეების გამო, არასწორად იყო შედგენილი ბიუჯეტი და ახლა ფული აკლდებათ. ეს გარდაუვალია, იმიტომ, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი პროგრამაა, ეს არის საჩუქარი დაახლოებით 50 ათასი ბავშვისთვის, ამიტომ მე არ მგონია უარი თქვან ამ პროგრამაზე, ეს გამოიწვევს ძალიან დიდ უკმაყოფილებას. როგორც მინიმუმ, ამ კომპიუტერების ჩამოტანას და დარიგებას დააგვიანებენ, მაგრამ გამორიცხული არაფერი არ არის.

გააუქმეს სხვა პროგრამა, მეცხრე კლასს ვინც ამთავრებდა წარჩინებით, ჩვენ ვჩუქნიდით დიდ პერსონალურ კომპიუტერს, ეს „ლეპტოპები“ საერთოდ შეძენილი არ არის და უნდა დაერიგებინათ ივნისში, უკვე არის 13 მაისი და აქ საუბარია დაახლოებით 1200 „ლეპტოპზე“, ბუნებრივია სამ კვირაში 1200 კომპიუტერს ვერ შეიძენენ, იმიტომ რომ ისინი სპეცშეკვეთით კეთდება მხოლოდ და მხოლოდ.

მთავარი არის ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს ამის შესახებ, საზოგადოება საქმის კურსში რომ არ იყოს, შეიძლება ასეთივე ბედი ეწიოს „ნეთბუქებსაც“.

მეორე თემა, რაც ასევე მნიშვნელოვანია, არის სახელმძღვანელოების თემა, რითიც ამაყობს განათლების სისტემაში ეს მთავრობა, ეს არის უფასო სახელმძღვანელოები, ერთი წლის წინ განათლების სამინისტრომ გამომცემლები გააკულაკა, ამ მავნებლობის გარდა, იყო კიდევ მეორე მავნებლობა ამ პროექტში ჩადებული, პირდაპირ რეგულაციაში ჩაიწერა, რომ ბავშვმა თუ დააზიანა სახელმძღვანელო, მშობელმა ან ახალი სახელმძღვანელო უნდა მიიტანოს ან ფული უნდა გადაიხადოს. განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც 2014 წლის თებერვალში ჩატარდა, დადასტურდა, რომ დარიგებული სახელმძღვანელოების 60 პროცენტი არის უვარგისი. განათლების სამინისტროდან ჟონავს ეს ინფორმაცია. ლოჯისტიკურად გაუგებარია, როგორ უნდა შეაგროვონ ეს ფული. ეს არის ბავშვებზე ორიენტირებული საკითხი, ეს ძალიან ცუდი იქნება ბავშვის ფსიქიკისთვის, როდესაც მის მშობელს თანხის გადახდა მოუწევს. იმ ხალხს ვინც ამ პროექტს იწყებდა, ალბათ ახსოვდა საბჭოთა სახელმძღვანელოები. როდესაც იბეჭდება ასეთი სახელმძღვანელო, მეორადი გამოყენებისთვის ნაკლებად გამოსადეგია.

_დაახლოებით რა თანხებთან არის დაკავშირებული დაზიანებული სახელმძღვანელოს ანაზღაურება მშობლის მიერ?

განათლების სამინისტროს სახელმძღვანელოს ბეჭდვა 3,4 ან 5 ლარი უჯდება, შემდეგ უკვე 15 ლარად და მსგავს ფასებად იყიდება. მშობელს დაზიანების შემთხვევაში გაცილებით დიდი თანხის გადახდა უწევს. ეს არის დიდი პრობლემა, სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის 50 და 100 ლარი ძალიან ბევრს ნიშნავს.

მე „რეფორმატორთა კლუბის“ სახელით მოვუწოდებ განათლების სამინისტროს, ნუ დაიწყებენ ფულის შეგროვებას, მშობლების დატერორებას, ეს იქნება ძალიან ცუდი პირველ რიგში ბავშვებისთვის, აჩუქონ ეს სახელმძღვანელოები ბავშვებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42