ბუდაპეშტმა უკრაინაში მცხოვრები უნგრელებისთვის ავტონომია და ორმაგი მოქალაქეობა მოითხოვა
მსოფლიო - 12:04, 13 May, 2014     1539

უკრაინის ტერეიტორიეზე მცხოვრებმა უნგრელებმა ავტონომია და ორმაგი მოქალაქობა უნდა მიიღონ, განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პარლამენტში.

"ჩვენ უნგრულ საკითხს განვიხილავთ როგორც ევროპულს. უნგრელებს, რომლებიც კარპატიის რეგიონში ცხოვრობენ, აქვთ ორმაგი მოქალაქეობის, ეროვნული საზოგადოებრიობისა და ავტონომიის უფლება", - განაცხადა მან.

ორბანის აზრით, უკრაინიაში მცხოვრები უნგრელების საკითხი ბუდაპეშტისთვის განსაკუთრებით მწვავეა. "უკრაინაში მცხოვრები 200 ათასი ეროვნებით უნგრელი, ამ საკითხს განსაკუთრებულ სიმწვავეს სძენს. უნგრულმა სათვისტომომ იქ უნდა მიიღოს ორმაგი მოქალაქეობა, ეროვნული საზოგადოებრიობის ყველა უფლება, ასევე უნდა მიიღონ თვითმმართველობის შესაძლებლობა", - აღნიშნა ორბანმა.

"ეს ჩვენი მკვეთრი მოლოდინია ახალი უკრაინისაგან, რომელიც ახლა იქმნება", - დასძინა უნგრელმა პრემიერმა.

ამასთან, ორბანმა მხარი დაუჭირა უკრაინულ ხელისუფლებას დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებაში.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში, სხვდასხვა მონაცემით, 160-დან 200 ათასამდე უნგრელი ცხოვრობს. სხვა ქვეყნებში გაცილებით დიდი უნგრული უმცირესობებია - სერბეთში 250-დან 290 ათასამდე უნგრელია, სლოვაკეთში დაახლოებით 500 ათასი, ხოლო რუმინეთში - მილიონზე მეტი.

მანამდე, უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ბუდაპეშტი არ აპირებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და არ შეეცდება იმიერკარპატიის შეერთებას.

თუმცა, 9 აპრილს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, უნგრელმა დელეგატმა, რუსული დელეგაციის წევრების მსგავსად, განაცხადა, რომ უკრაინაში "ფარული ძალები" მოქმედებენ ხელისუფლების მოსაპოვებლად.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა - "ხელოვნური სახელმწიფოა", რომლის შემადგენლობაშიც შედის იმიერკარპატიის ოლქი, რომელიც წლების მანძილზე უნგრეთს ეკუთვნოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42