პოლიციის წარმომადგენლის თქმით, კარასკოს, როდესაც ის ფეხით სავალ ხიდზე გადადიოდა, უცნობმა ქალმა ესროლა.
59 წლის მსხვერპლი ადგილზევე გარდაიცვალა.
იზაბელ კარასკო პროვინცია ლეონის მთავრობის წარმომადგენელი და ამ რეგიონში მმართველი სახალხო პარტიის განყოფილების მეთაური იყო.
როგორც ესპანურმა საინფორმაციო საშუალებებმა გაარკვიეს, მკვლელობასთან დაკავშირებით, პოლიციამ დედა-შვილი დააკავა. ამასთან ცნობილი გახდა, რომ ცოტა ხნის წინ, ქალიშვილი ადგილობრივი საბჭოდან გაათავისუფლეს.

იზაბელ კარასკო თავის სახლთან ახლოს მოკლეს, როდესაც ის პარტიულ შეკრებაზე მიდიოდა.
"ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ ეს პირადი შურისძიების აქტი იყო, რაც არ იყო მის საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებული", - განაცხადა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა.
იზაბელ კარასკოს მკვლელობასთან დაკავშირებით, სახალხო პარტიამ წინასაარჩევნო ღონისძიებების ორი დღით შეჩერების შესახებ გამოაცხადა და გარდაცვლილის ახლობლების მიმართ მწუხარება გამოთქვა.
ანალოგიურად მოიქცა ოპოზიციური სოციალისტური მუშათა პარტია.
მასალის გამოყენების პირობები






