შსს-მ კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტი გახსნა
სამართალი - 09:57, 13 May, 2014     919

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, ფოთში, ზუგდიდსა და ქარელში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კრედიტის უკანონოდ მიღების ბრალდებით ექვსი პირი: 1963 წელს დაბადებული ემზარ ა, 1990 წელს დაბადებული მამუკა გ, 1972 წელს დაბადებული ანჟელა ბ, 1980 წელს დაბადებული ლაშა მ, 1990 წელს დაბადებული ავთანდილ ბ. და 1990 წელს დაბადებული თინათინ გ. დააკავეს, ხოლო კრედიტის უკანონოდ მიღების დახმარებაში ამხილეს და ბრალი წარუდგინეს: 1975 წელს დაბადებულ ტარიელ ა-ს და 1982 წელს დაბადებულ ირაკლი თ-ს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის აპრილამდე თბილისში, ბანკ „რესპუბლიკის“ სხვადასხვა ფილიალებს სამომხმარებლო სესხების მიღებისთვის განაცხადებით ინდივიდუალურად მიმართეს. მათ სესხისთვის საჭირო სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინეს სხვადასხვა კოპანიის სახელით დამზადებული ყალბი სამსახურებრივი ცნობები მათ მიერ დაკავებული თანამდებობისა და ყოველთვიური ანაზღაურების შესახებ. ასევე წარმოადგინეს ყალბი საბანკო ამონაწერები სახელფასო ანგარიშების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ბანკ „რესპუბლიკა“-ს და დაკავებულებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულებები, რის საფუძველზეც გაცემული კრედიტების სახით ბანკ „რესპუბლიკა“-სთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 99 900 ლარი შეადგინა.

გამოძიება კრედიტის უკანონოდ მიღების და მიღებაში დახმარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი და 24-208-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42