ჩინეთი ამერიკასა და ჩინეთს შორის 12 800 კმ. სიგრძის მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს. ორ ქვეყანას შორის მგზავრობას ორ დღეზე ნაკლები დასჭირდება. ხაზი კანადის სამხრეთზე გაივლის და აშშ-ში ჩავა.
ჯერჯერობით უცნობია დათანხმდება თუ არა ასეთ ამბიციურ და მასშტაბურ პროექტს აშშ-ს, კანადისა და რუსეთის ხელისუფლებები, თუმცა გამოცემა China Daily ინფორმაციით, ჩინელი ინჟინრები ავიაფრენების იაფ ალტერნატივას წარმოადგენენ.
თუ ასეთი მშენებლობა დამტკიცდება საკითხის ყველა მხარის მიერ, ნაშინ მსოფლიოში გაჩნდება ყველაზე გრძელი სარკინიგზო ხაზი, რომელიც უფრო დიდი იქნება, ვიდრე, დაახლოებით 3700 კმ.-იანი, ტრანციმბირული მაგისტრალი. წყალქვეშა სარკინიგზო გვირაბი ჩინეთსა და აშშ-ს შორის ოთხჯერ უფრო გრძელი იქნება, ვიდრე საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის შემაერთებელი ევროგვირაბი.
მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის გეგმა საბოლოოდ არ დასრულებულა, ფიქრობენ, რომ მისი რეალიზების ძირითად დაფინანსებას ჩინეთი აიღებს, რომელიც მაღალსიჩქარიანი მატარებლების წარმოებაში მსოფლიო ლიდერი გახდა.
ჩინეთში მაღალსიჩქარიანი მატარებლებისთვის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი სარკინიგზო ქსელი ააგეს. მისი სიგრძე მთლიანობაში დახლოებით 10 ათას კილომეტრს შეადგენს. 2012 წელს ასევე ჩინეთში, სწრაფი მატარებლებისთვის, ყველაზე გრძელი, 2300 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზი, პეკინსა და გუანჩჟოუს შორის ააშენეს. აქამდე ასეთი მანძილის გადასალახად არანაკლებ 24 საათი იყო საჭირო, თუმცა, 270 კმ/სთ. მუდმივი სიჩქარის მქონე მატარებლით ახლა ეს სულ 8 საათს ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






