შსს-მ კიბერდანაშაულის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
სამართალი - 10:35, 12 May, 2014     1591

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, მონაცემებისა და დაშვების კოდების უნებართვო დამზადება-შენახვის და საბანკო ანგარიშებიდან ფულადი თანხების ქურდობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ლევან მ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2 აპრილს თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბანკომატზე დაამონტაჟა პლასტიკური ბარათების მონაცემთა უკანონოდ მოპოვება-შენახვისთვის განკუთვნილი სპეციალური მოწყობილობა – ე.წ. „სკიმერი“, რომლის საშუალებითაც, თანხების მითვისების მიზნით, სხვისი პლასტიკური ბარათებიდან მონაცემების უკანონოდ მოპოვებას ცდილობდა.

სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბანკომატის ეკრანზე დამაგრებული ვიდეო-აუდიო სათვალთვალო და პლასტიკური ბარათის ჩასადებ ჭრილზე მოთავსებული ინფორმაციის წამკითხავი მოწყობილობები იმავე დღეს აღმოაჩინეს და ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბრალდებულმა 31 მარტს თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბანკომატზე დაამონტაჟა ე.წ. „სკიმერი“, რომლის საშუალებითაც ამავე ბანკის 329 მომხმარებლის საბანკო მონაცემები უკანონოდ მოიპოვა. მოპოვებული მონაცემებით პლასტიკური ბარათების ყალბი ასლები თურქეთში დაამზადებინა. მოგვიანებით კი გაყალბებული 19 ბარათით თანხების განაღდებას ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ბანკომატებიდან ცდილობდნენ.

აღნიშნული სქემით, ლევან მ-მ ერთ-ერთი ბანკის 9 მომხმარებლის კუთვნილი თანხები – 3260 ლარის ოდენობით თბილისში, სხვადასხვა ბანკომატიდან გაანაღდა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კომპიუტერული მოწყობილობები, მეხსიერების ფლეშ ბარათები და 22 ცალი ყალბი პლასტიკური ბარათი ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მონაცემებისა და დაშვების კოდების უნებართვო დამზადება-შენახვის და ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42