წამებაში ბრალდებული ლევან ტაბიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილეს. სასამართლომ ტაბიძეს პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა. კონტრდაზვერვის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ოთანაძის ნათესავების წამებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ადანაშაულებენ.
საქმის პროკურორმა რევაზ ნადოიმ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და ლევან ტაბიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვა. ბრალდების მხარე არგუმენტად დანაშაულის სიმძიმეს ასახელებდა. ასევე, მოწმეებზე შესაძლო ზეწოლასა და მიმალვის საფრთხეზეც საუბრობდა. აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა.
ადვოკატმა საქმის მასალების გაცნობის შემდეგ განაცხადა, რომ მტკიცებულებები ძირითადად დაზარალებულების ჩვენებას ემყარება, რომლებიც საქმეში დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენენ.
მასალის გამოყენების პირობები






