შსს-მ ბათუმში არასრულწლოვანებით ვაჭრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
სამართალი - 11:23, 09 May, 2014     1960

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ტრეფიკინგისა და არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით ყირგიზეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული ნასიბახონ ა. ბათუმში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2013 წლის 15 მაისს ყირგიზეთის რესპუბლიკიდან საქართველოში 1996 წელს დაბადებული ულუგბუ ა. და 1979 წელს დაბადებული გულსანამ მ. ჩამოიყვანა. ნასიბახონ ა-მ ორივე პირს პასპორტები ჩამოართვა, თავისუფლად გადაადგილების უფლება შეუზღუდა, შანტაჟით, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით, პროსტიტუციაში იძულებით ჩააბა და ერთი წლის განმავლობაში მათ მიერ გამომუშავებულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდა.

გამოძიება ტრეფიკინგისა და არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 143-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 143-ე პრიმა-ორი მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 143-ე პრიმა-ორი მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუქნტებით).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42