ლევან ტაბიძე, ზარიძეების ოჯახის მიმართ გამოჩენილი სისასტიკის და ამ გზით ძებნილი პირების ადგილსამყოფელის შესახებ მიღებული ინფორმაციის მოპოვებისათვის ვანო მერაბიშვილმა ფულადი პრემიით, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართული საგანგებო ბრიფინგის შედეგად გახდა ცნობილი.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ს. სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ლევან ტაბიძემ, ე.წ. ,,მუხროვანის ამბოხისთვის“ ძებნილი პირების - ლევან ამირიძის, კობა ოთანაძისა და გია კრიალაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, დაგეგმა და განახორციელა კობა ოთანაძის ნათესავებისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და მათი წამება.
„ლევან ტაბიძეს, ზარიძეების ოჯახის წევრების მიმართ გამოჩენილი სისასტიკის და ამ გზით ძებნილი პირების ადგილსამყოფელის შესახებ მიღებული ინფორმაციის მოპოვებისათვის, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის ბრძანებით გადაეცა ფულადი პრემია 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით მიენიჭა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი“, - აცხადებენ პროკურატურაში.
მასალის გამოყენების პირობები






