ნანუაშვილმა პროკურატურას პატიმრების ცემის ფაქტზე გამოძიების მოთხოვნით მიმართა
სამართალი - 16:45, 08 May, 2014     1559
საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები 2 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდნენ, სადაც ბრალდებულ გ.წ.-სა და გ.ა.-ს შეხვდნენ და ესაუბრნენ.
ბრალდებულების განმარტებით, ისინი 1 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს. დაკავებისას და დაკავების შემდგომ მათ მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა, რაც გამოიხატა არაერთგზის ფიზიკურ ძალადობაში. ბრალდებულთა ახსნა-განმარტებების მიხედვით, დაკავების შემდეგ ისინი გადაიყვანეს გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოს VIII განყოფილებაში, სადაც მათ მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა განახორციელეს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსმა და სამმართველოს სხვა თანამშრომლებმა.
სახალხო დამცველის რწმუნებულებთან შეხვედრისას, ბრალდებულ გ.წ.-ს აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები სახის, თავისა და კისრის არეში, ხოლო გ.ა.-ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარჯვენა თვალზე, მრავლობითი დაზიანებები ზურგის, მკლავების, მაჯების, მუხლების, კისრისა და მუცლის მიდამოებში.
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა მოქალაქე გ.წ.-სა და მოქალაქე გ.ა-ს მიმართ სამართალდამცავი პირების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს.
საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ აფიქსირებს თავის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც სამართალდამცავი პირების მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენას ეხება, საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42