პარტია „უდარის“ ლიდერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უკრაინას ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი სჭირდება. მისივე თქმით, რუსეთის არგუმენტები უკრაინაში დაგეგმილი არჩევნების წინააღმდეგ არის აბსურდული:
“ჩვენ არანაირად არ შეგვიძლია დავეთანხმოთ სეპარატისტებს, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთი, რომ მოლაპარაკება შეიძლება შედგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მათ მიეცემათ ნება მოახდინონ ევაკუაცია შენობებისა, სადაც საბრძოლო იარაღი ინახება. მე მჯერა, რუსეთს არა მარტო აღმოსავლეთ უკრაინა, არამედ მთლიანად უკრაინა სურს, რომ აისრულოს ოცნება შექმნას რუსეთის ახალი იმპერია. აშშ-მ და დასავლეთმა ამოწურა ყველა შესაძლებლობა რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკებებისა და ახლა საჭიროა მოქმედება, პუტინის სახიფათო გეგმებისა და საფრთხეების წინააღმდეგ. ამიტომ მნიშვნელოვანია 25 მაისს რეალურად ჩატარდეს ქვეყანაში დემოკრატიული არჩვენები,” – აცხადებს ვიტალი კლიჩკო.
მასალის გამოყენების პირობები






