დავით კეზერაშვილს ახალი ბრალი წარედგინა
სამართალი - 15:02, 07 May, 2014     2230

თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს და თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს ალექსანდრე ნინუას ახალი ბრალი წარედგინათ. ამის შესახებ პროკურატურის საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

საგამოძიებო უწყება თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებას ედავება.

"საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე, გამოიტანა დადგენილებები საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ალექსანდრე ნინუას ბრალდების შესახებ. გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის 10 იანვარს, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა, მასთან დაკავშირებული პირის, ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანია “Girwood Business Corp.“-ის სასარგებლოდ, თანხების გაფლანგვის მიზნით, გამოსცა ბრძანება - ხსენებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. ამავდროულად, დავით კეზერაშვილთან დანაშაულებრივ კავშირში ჩართულ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ნინუა, რომელმაც კომპანიის გამოცდილების და შესაძლებლობების შეუმოწმებლად, 2008 წლის 10 იანვარს, კომპანია “Girwood Business Corp.“-თან, თავდაცვის სამინისტროს სახელით გააფორმა ხელშეკრულება, თავდაცვის შესაბამისი ქვედანაყოფების გეგმიური საბრძოლო მომზადების შესახებ, რომლის ღირებულება განისაზღვრა 5 685 000 ევროს ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად საავანსო თანხად განისაზღვრა მთლიანი თანხის 40 %, მაშინ როდესაც კომპანიას, რომელსაც საქართველოში წარმომადგენლობაც კი არ გააჩნდა არ დაევალა საბანკო ან სხვა სახის გარანტიების წარმოდგენა. სინამდვილეში ხელშეკრულება იყო ფიქტიური და დავით კეზერაშვილთან დაკავშირებულ კომპანია “Girwood Business Corp.“-ს სამხედრო ქვედანაყოფებში არანაირი სახის სასწავლო წვრთნები არ ჩაუტარებია. დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანია “Girwood Business Corp.“-ს თავდაცვის სამინისტროდან ოფშორულ ზონაში არსებულ საბანკო ანგარიშზე საავანსო თანხად გადაერიცხა 2 330 937 ევრო. ხოლო დარჩენილი თანხების გადარიცხვის მიზნით, თავდაცვის სამინსიტროში ყალბი ანგარიში შედგა, თითქოსდა კომპანიის მიერ სამხედრო დანაყოფებში ჩატარებული სწავლებების შესახებ, რითაც კომპანია “Girwood Business Corp’’-ის საბანკო ანგარიშზე გადაირიცხა დამატებით 2 729 062.50 ევრო. მთლიანობაში, დავით კეზერაშვილმა და ალექსანდრე ნინუამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ისე რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბრძოლო სწავლების კურსები არ ჩატარებულა, კომპანიის “Girwood Business Corp’’-ის სასარგებლოდ გაფლანგეს 5 060 000 ევრო, რითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიაყენეს დიდი ოდნობით მატერიალური ზიანი. დავით კეზერაშვილს და ალექსანდრე ნინუას მიმართ გამოტანილია დადგენილებები მათი ბრალდების შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 11 წლამდე ვადით. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დავით კეზერაშვილი არის ძებნილი, მის მიმართ ინტერპოლის არხებით წარმოებს საერთაშორისო ძებნა, რის გამოც მას ბრალდება წარედგინება დაუსწრებლად", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42