იური ვაზაგაშვილი 5 მაისს მომხდარი ფაქტის გამო, შს სამინისტროს გენინსპექციაში საჩივრის შეტანას აპირებს. მისი განმარტებით, 5 მაისს მისი შვილის უკანონოდ გააჩერეს და და ნარკოლოგიურში გადაიყვანეს.
"მოსმენები ისევ გრძელდება. 5 მაისს, ჩემი ოჯახი მიდიოდა ლანჩხუთში, მამიდის გასვენებაში. მე, როდესაც დავურეკე ქუთაისში იყვნენ. ამის შემდეგ, დაახლოებით ერთ საათში, ლანჩხუთთან არ მისული, გააჩერეს ჩემი შვილის მანქანა. ამაში არავითარი პრობლემა არ არის, თუმცა მთავარია, როგორ იმოქმედა ამ დროს პოლიციამ. ხელების გადაგრეხვით ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს ნარკოლოგიურში, სადაც აღმოაჩინეს, რომ სუფთაა. დაახლოებით 2 საათში გამოუშვეს, თუმცა მანამდე მგლოვიარე ოჯახი და მოტირალი ბავშვები მინდორში მიაგდეს და წავიდნენ", - განაცხადა ვაზაგაშვილმა.
ვაზაგაშვილის თქმით, მის ოჯახზე ზეწოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე გააკრიტიკა და განაცხადა, რომ შსს-ში ისევ "ნაციონალური მოძრაობის" დროინდელი კრიმინალები მუშაობენ.
მასალის გამოყენების პირობები






