რუსეთის პრიმადონას ალა პუგაჩოვას ქმრის მიერ ქსენია სოკოლოვასთვის მიცემულმა ინტერვიუმ ინტერნეტ სივრცე დაიპყრო. მაქსიმ გალკინის სიტყვებმა ინტერნეტმომხმარებელს გული აუჩუყა.
მაკსიმ გალკინი: მე ალაში საერთოდ არაფერი არ მაღიზიანებს. ცნობილი ფაქტია, რომ წლების გასვლასთან ერთად ადამიანები ერთმანეთისგან იღლებიან, ჩემს შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქითაა. უბრალოდ ის ჩემი ადამიანია. მასთან ერთად მე გავაცნობიერე ტრივიალური ჭეშმარიტება, ადამიანები გაყოფილნი არიან ორად და მე ჩემი მეორე ნახევარი ვიპოვე. დიახ არ დავემთხვიეთ დროსა და ასაკში, მაგრამ ნახევარი მაინც ნახევარია. მე მომწონს ყველაფერი: როგორ იყურება ის, ზის, მღერის, დუმს, როგორ ფიქრობს, როგორ ლაპარაკობს და კიდევ რაღაც, რის შესახებაც საუბარი მიღებული არ არის.
37 წლის გალკინი ალა პუგაჩოვაზე 38 წლით უმცროსია. მათ ორი შვილი ჰყავთ.
მასალის გამოყენების პირობები






