კესარია აბრამიძეს თურმე ახალი სიყვარული ეწვია. ახლა თავის საყვარელ ადამიანთან ერთად ერთ-ერთ კუნძულზეა წასული და მთელს ზაფხულს იქ გაატარებს. რამდენიმე დღის წინ კესარია საზოგადოებას ფეისბუქით დაემშვიდობა - „ნუ ეძებთ იდეალურ ქალს, ხვალიდან საქართველოში აღარ ვარ..მივდივარ იქ, სადაც სიყვარულია". იქ სადაც სიყვარულია, იქ ზღვაც არის, მზეც და თავისუფლებაც. როგორც გავიგეთ, კესარიას ახალი სიყვარული 35 წლის ყოფილი ჩინოვნიკია და ახლა ბიზნესით არის დაკავებული. ოფიციალური ცოლი ჰყავს, თუმცა კესარიას სიყვარულს ისე გაუგიჟებია, რომ ყველაფერზე თანახმაა. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში კესარიამ მისგან გამოგზავნილი ესემესიც გამოაშკარავა, სადაც როგორც თვითონ ამბობს, თავისი ახალი სიყვარული წერს - "ძალიან მალე გნახავ, ძალიან, ძალიან და შენში ჩავსახლდები, შემოვალ და აღარც გამოვალ. ერთხელ გნახე და სერიოზულად ვოცნებობ, რომ ჩემი ცოლი გახდე. მიყვარხარ და მინდა შენც გიყვარდე. თანახმა ვარ, გყავდეს სხვა კაცებიც, ხვდებოდე მათ როცა გინდა, ოღონდ ჩემი ცოლი გერქვას". სამაგიეროდ კესარიას ძველი გამოცდილებიდან აღარ უნდა ოჯახის შექმნა, თავს ასეც კარგად გრძნობს. კესარია აბრამიძე PrimeTimeNews-ს ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს.
კესარია აბრამიძე: ახლა ამ წამს შორს ვარ, რაღაც პატარა კუნძულია და ყველა შიშველი დადის. მე კიდე საყვარელ ადამიანთან ერთად ვარ, მაგრამ ვისთან ვერ გეტყვით.
- ქართველია ეს ადამიანი?
- კი ქართველია.
- დიდი ხანია ერთად ხართ?
- კი. წლები არაა, მაგრამ კარგა ხანია. ჭკუა ვისწავლე, არაა საჭირო ყველამ იცოდეს ვინ არის ჩემი საყვარელი ადამიანი.
- ეს ის ადამიანია, ვინც ცოლობა გთხოვა?
- კი ეგ არის. ცოლად ვერ მომიყვანს, იმიტომ რომ თბილისში საქმიანობს და ვერ დატოვებს იქაურობას, რომ სხვაგან გადავბარგდეთ. არ არის პატარა ბიჭი, ზრდასრულ ასაკშია.
- იმ ესემესში, რომელიც შენ სოციალური ქსელით გამოაქვეყნე, გწერდა, რომ ოღონდ ჩემი ცოლი იყავი და თანახმა ვარ სხვა კაცებიც გყავდეს და ხვდებოდე მათ როცა გინდაო..
- ნუ, მე თავისუფლება მიყვარს, მე არ ვარ კუხარკა ქალი, რომ სახლში ვიჯდე და სიარულში მეგობრები იგულისხმა. არ ვურიგდებოდი და გაბრაზებულმა მითხრა. ეს ძველი მონაწერი იყო და მეც როცა გავბრაზდი მაშინ დავუდე.
- ანუ ახლა ერთად ისვენებთ?
- არა, იმის სახლში იციან, რომ ბიზნეს შეხვედრაზეა წასული. აქაც ცალ-ცალკე ჩამოვედით და თბილისშიც ცალ-ცალკე ჩამოვალთ.
- როგორც ვიცით ცოლი ჰყავს..
- ჩემზე ლამაზი არაა. ძალიან ვუყვარვარ და ვერც ვგრძნობ, თუ ცოლი ჰყავს. მე კომფორტულად ვარ. მე თუ თანახმა ვიქნები, რომ ცოლად გავყვე, ცოლს აუცილებლად დაშორდება, თუმცა ისედაც არ არიან ერთად, უბრალოდ საზოგადოებრივი ცოლია.
- შენ რატომ არ გინდა დაქორწინება?
- არ მინდა, ვიყავი ლამის 3 წელი და ვიცი რაცაა ეგ ხილი. არ მინდა, შეყვარებულობა უფრო მომწონს.
- შენმა ქმარმა რომ სხვა ქალთან გიღალატოს მოგეწონება?
- არა, მე არც ჩვეულებრივი ვარ და არც ნორმალური, მე არაჩვეულებრივად არაორდინალური ვარ, ვიცი კაცს რაც უნდა. კაცი მე ვერ მიღალატებს, გამორიცხეთ ეგ ამბავი.
- შენც გიყვარს?
- ამბიციაში ნუ ჩამითვლით, მაგრამ მე ბევრს ვუყვარვარ. მე მასთან კომფორტულად ვარ და ეს ძალიან მახარებს. ალბათ სიყვარულია, რა ვიცი, რაც გინდათ დაარქვით.
- მანდ როდემდე რჩები?
- შემიძლია მთელი ზაფხული აქ ვიყო, მაგრამ მეგობრები მომენატრა. დილას სიურპრიზი გამიკეთა და ნომერში ორი დაქალი დამახვედრა, მაგრამ პატარა და მყავს დატოვებული, არც დედაჩემია საქართველოში და დიდი ხანი ვერ დავრჩები, ალბათ რამდენიმე დღით ჩამოვალ, თორემ ზაფხულია და რა ვაკეთო მანდ.
მასალის გამოყენების პირობები






