პოლიტპატიმრის სტატუსს მივიღებდი. ეს ასე არ მოხდა და ამის გამო ძალიან შეშფოთებული ვარ. სად უნდა ვიპოვო სამართალი, უკვე არ ვიცი. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი ჩვენს განცხადებას გაითვალისწინებს და სტატუსი აღგვიდგება", - განაცხადა კვიციანმა.
ყოფილი პატიმრის ვახტანგ ნარსიას განცხადებით, რომელიც 2009 წელს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, წერილით მიმართა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, რომ მათი საკითხი განიხილონ.
ყოფილმა პატიმარმა ზაზა დავითაიამ განაცხადა, რომ ფრანგულმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო საზოგადოებამ ამ ადამიანებს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიანიჭა და ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში ამის აღიარება არ მოხდა.
,,როცა პარლამენტმა პოლიტპატიმართას სიის შედგენა დაიწყო, იქ არსებულ დებულებაში ჩადებული იყო მუხლი, რომელიც ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციას და სამართლებრივი სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებდა, თუმცა ეს მუხლი შემდეგ ამოიღეს გარკვეული პოილიტიკური ჯგუფის ძალისხმევით. ჩვენი მთავარი მიზანი საზოგადოებაში რეაბილიტაციაა, რაშიც ჩვენი ნასამართლეობის სტატუსი გვიშლის ხელს", - განაცხადა დავითაიამ.
პრესკონფერენციას ათამდე ყოფილი პატიმარი ესწრებოდა. ზაზა დავითაიას მტკიცებით, მათი რაოდენობა ბევრად მეტია.
მასალის გამოყენების პირობები






