ამირან გიგუაშვილი: "ის, რაც ნამორაძესა და კოდუას შორის მოხდა ვშიშობ გამონაკლისი არ იქნება"
სამართალი - 12:49, 05 May, 2014     2096
პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარე, ადვოკატი ამირან გიგუაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, შურისძიების მორიგი აქტების აღსაკვეთად ქმედითი ღონისძიებები გაატაროს.

"ის, რაც ნამორაძესა და კოდუას შორის მოხდა ვშიშობ გამონაკლისი არ იქნება. იურიდიული ტერმინოლოგით რომ ვთქვათ, გონივრული ეჭვი მაქვს განვაცხადო, რომ თუ ხელისუფლებამ ეფექტური ღონისძიებები არ გაატარა, კიდევ არაერთხელ გავხდებით ცემა-ტყეპის მოწმეები", - განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

მისივე თქმით, სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ ლოზუნგებად ვერ დარჩება და ვერც დაუსრულებლად გაგრძელდება.

"როდესაც ამ ხელისუფლებამ აღიარა ასობით პოლიტპატიმრის არსებობა, გამოსცა უპრეცდენტო ამინისტიის აქტი, საპატიმროებიდან ათასობით პატიმარი გამოუშვა და ასიათასობით განცხადება მიიღო წარმოებაში შესასწავლად, ამით მან ნაციონალური ხელისუფლება ფაქტობრივად დანაშაულებრივ რეჟიმად აღიარა, რამაც საზოგადოებაში გააჩინა ლეგიტიმური მოლოდინი, რომ დამნაშავეები დაისჯებოდნენ და რეჟიმისგან დაზარალებული მოქალაქეები კომპენსაციას მიიღებდნენ.

ადამიანებს სჭირდებათ კონკრეტული პასუხები, მათ კონკრეტულ კითხვებზე და არა აბსტრაქტული მოლოდინები. იურისტების ნაწილი თავიდანვე ვაცხადებდით, რომ პროკურატურა ვერ შეძლებდა ასეთი გრანდიოზული ამოცანის გადაწყვეტას და თან პარალელურად მიმდინარე კრიმინალთან ბრძოლას. მას ელემენტარულად საკადრო რესურსი არ ეყოფოდათ ამისათვის.

ამიტომაც საჭიროა შეიქმნას ცალკე სრულფასოვანი საგამოძიებო ორგანო, რომელიც 2004-2012 წლებთან დაკავშირებულ საჩივრებს შეისწავლის და სპეციალური კანონმდებლობა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს ვინ მართლა დააშავა თავის დროზე და ვის ტყულიად მოუწია ციხეში ჯდომა. ასევე უნდა შეიქნმას მექანიზმი დაზარალებულების კომპენსაციისათვის. არავინ ითხოვს ხელისუფლებისგან დღესვე თანხების გადახდას. მაგრამ ეს მთავრობა არის წინა მთავრობის სამართალმემკვიდრე და იგი ვალდებულია პასუხისმგებლობა აიღოს სისტემური დანაშაულის მსხვერპლთა წინაშე. სხვაგვარად არაფერი გამოვა. გამწარებული ადამიანები ელოდებიან კანონს და როცა დაინახავენ, რომ მათი ლოდინი ფუჭია, თავად დაიწყებენ სამართლის აღსრულებას, რაც უთუოდ სამოქალაქო დაპირისპირებამდე და გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანს", - აცხადებს ამირან გიგუაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42