საბაჟო გამშვები პუნქტის, „ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა იარაღის უკანონო გატანის მცდელობა გამოავლინეს.
ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„3 მაისს აღნიშნული პუნქტის გავლით საქართველოს მხრიდან გადიოდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე შ.მ., რომლის კუთვნილ ავტომანქანაში, საბაჟო პროცედურების გავლისას, აღმოჩენილ იქნა 4 ცალი ცეცხლსასროლი იარაღი - 3 დაშლილი, ხოლო 1 - აწყობილი, ასევე, ერთი ცალი კონდახი. პირს ჩაუტარეს ფიზიკური დათვალიერებაც, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ მას დამატებით 40 ცალი ვაზნა, 2 ცალი პისტოლეტის ლულა და 2 ცალი ცარიელი მჭიდი გაჰქონდა ქვეყნის ტერიტორიიდან.
საქმე შემდგომი რეაგირებისათვის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარ სამმართველოს გადაეცა“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






