სახალხო დამცველი კოდუას ცემის სრულყოფილად გამოძიებას ითხოვს
სამართალი - 10:59, 05 May, 2014     1938

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს დავით კოდუას ცემის ფაქტზე გამოძიება სრულყოფილად და ეფექტურად ჩაატაროს.

"საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი, რომელიც დავით კოდუას ცემის ფაქტს აღიარებს და გამოძიება უკვე დაწყებულია საქართევლოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (ცემა).

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მიუხედავად ნოშრევან ნამორაძის აღიარებითი ჩვენებისა, გამოძიების სრულყოფილად, ყოველმხრივ და ეფექტურად ჩატარებისათვის აუცილებელია უმოკლეს ვადებში საგამოძიებო ორგანოებმა მოიძიონ და შეკრიბონ ყველა შესაძლო მტკიცებულება, მათ შორის, ინციდენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და თვითმხილველთა ჩვენებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებთა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

არსებითი მნიშვნელობისაა დანაშაულის სათანადო კვალიფიკაცია, რაც მოცემულ შემთხვევაში შესაძლოა ეჭვქვეშ დადგეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, შესაძლოა დაკვალიფიცირდეს ცემად, თუკი მას არ მოჰყოლია ამავე კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი – ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება. მაშინ როცა, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით დავით კოდუა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

საქართველოს სახალხო დამცველი დაუშვებლად მიიჩნევს, თუნდაც დანაშაულის არსებობისას, კერძო პირების მიერ თვითნებურად, შურისძიების მოტივით, ნებისმიერი პირის დასჯასა თუ დასჯის მცდელობას. მსგავსი შემთხვევების პრევენცია კი მხოლოდ საგამოძიებო ორგანოების მიერ ჩატარებული სწრაფი, ეფექტური გამოძიებითა და ყველა დამნაშავე პირის სათანადოდ დასჯით არის შესაძლებელი",- აღნიშნულია სახალხო დამცველს მიერ გავრცელებულ განხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42