„29 აპრილს, მსჯავრდებულებს შ.ს.-ს, გ.ო.-სა და გ.ც.-ს საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნის შენახვა-სარგებლობის ფაქტზე ბრალი წარედგინათ.
გამოძიების თანახმად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N14 ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა გ.ც.-მ კუსტარული წესით აკრძალული ალკოჰოლური სასმელი, ე.წ. „ბრაგა“ დაამზადა, სასმელის ნაწილი მსჯავრდებულმა მოიხმარა, ნაწილი კი დაწესებულების თანამშრომლებმა ამოიღეს.
კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლური სასმელი აღმოუჩინეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N2 პატიმრობისა და დახურული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლებმა მსჯავრდებულებს შ.ს.-სა და გ.ო.-ს.“,-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






