ქალის სიყვარულის ხანგრძლივობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ეს საინტერესოა - 11:55, 02 May, 2014     53881
რა სურთ ქალებს ალბათ ეს დილემა ნებისმიერ მამაკაცს აწუხებს. თუ არ აწუხებს აინტერესებს მაინც როგორაა ქალის ტვინი მოწყობილი. ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ხომ ქალი ყველაზე არასტაბილურ და არაპროგნოზირებად არსებად მიაჩნიათ. თუმცა ქალები ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე სხვადასხვა ფსიქოლოგიური მახასიათებლების მქონე ინდივდებად იყოფიან.. ხასიათი და შეხედულებებიც სხვადასხვაგვარი აქვთ. ზოგიერთს გვიან უყვარდება და ხანგრძლივი ერთგულება შეუძლია, ნაწილს კი პარტნიორების ხშირი ცვლა მიაჩნია ბუნებრივ მოვლენად და თვლის რომ ყველა მორიგ ჯერზე ახლებურად და უკეთესად უყვარს..

ვერძს მხურვალედ, მაგრამ რამოდენიმეჯერ უყვარს ცხოვრებაში. მისი გრძნობები უცებ აალებადი და ქრობადია. მამაკაცმა იგი მუდმივ ინტერესში უნდა ამყოფოს.

კუროს ძნელად უჩნდება სიმპათიები, მაგრამ თუკი ვინმე შეუყვარდა ხანგრძლივად და ერთგულად უყვარს. იშვიათად იცვლის ბევრ პარტნიორს ცხოვრებაში.

ტყუპს ხშირად და მარტივად უყვარდება. მისთვის საინტერესო კაცი უკვე ნიშნავს ახალი რომანის დასაწყისს. ასეთი მამაკაცები კი მის ცხოვრებაში მინიმუმ სამზე მეტია.

კირჩხიბს ძნელად უყვარდება, ხშირად ერთხელ და სამარადჟამოდ. უყვარს იმის შემდეგაც კი როცა მამაკაცი საბოლოოდ მიატოვებს და სხვაზე გაცვლის. ან უბრალოდ აღარ იქნება ამ ქვეყნად.

ლომს უსიყვარულოდ ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ყოველ ჯერზე უყვარს მთელი გულით და ემოციების სიმძაფრით. თუმცა გულისსწორს მეწვრილმანეობას და ღალატს ვერ პატიობს.

ქალწულთან ძალიან რთულად მოდის სიყვარული, იმიტომ რომ გონება ყოველთვის უსწრებს წინ გრძნობას. უყვარს იშვიათად თუმცა ერთგულად და ხანგრძლივი ვადით.

სასწორს თავად სიყვარული უყვარს, ამიტომ კონკრეტული ობიექტი ხშირად არც კი ესაჭიროება. შესაძლოა ლიტერატურულ გმირზე ან ფილმის პერსონაჟზეც იყოს შეყვარებული. უყვარს ხშირად, თუმცა მოკლევადიანი ფლირტის სახით.

მორიელს შუალედური გრძნობები არ გააჩნია. ამიტომ ან ძალიან უყვარს ვინმე, ან დასანახად ვერ იტანს. უყვარს იშვიათად, თუმცა მთელი გულით და არსებით. თუმცა სიყვარულის ობიექტის ასეთივე ძალით შეძულებაც მარტივად ეხერხება.

მშვილდოსანი იდეალისტია, ამიტომ იდეალთან მიახლოვებულ კაცს თუ ხვდება (ასეთი კი მის ცხოვრებაში ბევრია) უპირობოდ უყვარს. მაგრამ ყოველ ჯერზე მყარად სწამს რომ ეს ბოლო და ყველაზე ნამდვილი სიყვარულია მის ცხოვრებაში.

თხის რქას პრეტენზიული გემოვნება აქვს. გონებით ირჩევს მამაკაცებს. უყვარს იშვიათად თუმცა ერთგულად. მაგრამ ემოციების ზედმეტი აფიშირების გარეშე.

მერწყულს ყველა უყვარს, მთელი კაცობრიობა და ღიზიანდება იმ ფაქტით რომ ერთი ადამიანის სიყვარულით უნდა შემოიფარგლოს. უყვარს ბევრჯერ, თუმცა ნაკლებად ღრმად და მოკლე ხანგრძლივობით.

თევზებს საკუთარი თავი უყვართ სიყვარულში. ხშირად ტანჯვაშიც პოულობენ სიამოვნებას. უყვართ ხშირად, თუმცა ზოგჯერ ცალმხრივად და უიმედოდ.


წყარო: astrologi.ge




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42