სუბარის უწყება გიორგი ჯელაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 11:17, 02 May, 2014     4314

სასჯელაღსრულების სამინისტრო პატიმარ გიორგი ჯელაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სუბარის უწყება უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს ჯელაძის ერთი საკნიდან მეორეში გადაყვანა შოთა თორაძის წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებას უკავშირდება.

სამინისტროში განმარტავენ, რომ ჯელაძეს დაპირისპირება ჰქონდა მსჯავრდებულთა გარკვეულ ნაწილთან, რის გამოც 2014 წლის 28 აპრილს უსაფრთხოების მიზნით იგი გადაყვანილი იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N6 დაწესებულებაში.

„მსჯავრდებული გენადი ჯელაძე 2013 წლის 26 სექტემბრიდან სასჯელს იხდიდა სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში. 2013 წლის 19 დეკემბერს, მსჯავრდებულ გენადი ჯელაძეს, გამოეცხადა დისციპლინური სასჯელი - ექვს თვემდე ვადით საკნის ტიპის სადგომში გადაყვანა, რისი მიზეზიც გახდა, გრძელვადიანი პაემნის დროს, მისი მეუღლის ლილიანა წიკლაურის დაწესებულების ტერიტორიაზე გაურკვეველი მიზეზით შეყვანა და იქ პატიმართა საკნების ერთობლივი მონახულება, რასაც მოჰყვა, როგორც გენადი ჯელაძის დასჯა, აგრეთვე დაწესებულების ხელმძღვანელობის განთავისუფლება.

ვინაიდან დისციპლინური სასჯელის მოქმედების პერიოდში, აღნიშნული მსჯავრდებული ვერ სარგებლობდა გრძელვადიანი პაემნით, იგი უკმაყოფილებას გამოთქვამდა და არ ემორჩილებოდა დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისათვის განსაზღვრულ დღის განრიგს, არღვევდა სარეჟიმო მოთხოვნებს, არ ცხადდებოდა დილის და საღამოს შემოწმებაზე, რამაც ბოლო პერიოდში მიიღო სისტემატიური ხასიათი. გარდა ამისა, იგი ფარულად მოუწოდებდა სხვა პატიმრებს, რომ მაქსიმალურად თავი აერიდებინათ დაწესებულების შინაგანაწესის შესრულებისთვის.

N17 დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურში არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, მსჯავრდებულ გენადი ჯელაძეს, თავისივე საქციელიდან გამომდინარე, დაპირისპირება ჰქონდა მსჯავრდებულთა გარკვეულ ნაწილთან, რის გამოც 2014 წლის 28 აპრილს იგი, სასჯელის შემდგომი მოხდისა და უსაფრთხოების მიზნით, გადაყვანილი იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N6 დაწესებულებაში. მსჯავრდებულს ნებისმიერ დაწესებულებაში, იქნება ის ნახევრად ღია თუ დახურული, ხელი მიუწვდება სრულ სამედიცინო სერვისზე, რომლის სტანდარტი იდენტურია ყველა დაწესებულებაში. რაც შეეხება დახურული დაწესებულების გავლენას მსჯავრდებულის კონკრეტულ დაავადებაზე, მათ შორის კორელაცია სამედიცინო თვალსაზრისით დადგენილი არ არის. იმ შემთხვევაში, თუ გენადი ჯელაძე გააგრძელებს შიმშილობას და უარს იტყვის მედიკამენტების მიღებაზე, ცხადია, მისი მდგომარეობა დამძიმდება, შესაბამისად, მასზე გაძლიერებულია სამედიცინო მეთვალყურეობა. დაწესებულების სამედიცინო პერსონალისგან მსჯავრდებულს შეეთავაზა შიმშილობის შეწყვეტა, თუმცა პროტესტის ამგვარის ფორმით გაგრძელებას მას ვერავინ აუკრძალავს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პატიმარ გიორგი ჯელაძის ოჯახი სასაჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს შოთა თორაძეს პატიმრის მიმართ განხორციელებულ პირად ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ.

მათი თქმით, პატიმრის პატიმრის N6, დახურულ დაწესებულებაში გადაყვანა თორაძის წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებას უკავშირდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42