სლავიანსკში სპეცოპერაციას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაჭრილებიც
მსოფლიო - 10:37, 02 May, 2014     1928
სლავიანსკში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაწყებულ სპეცოპერაციას მსხვერპლი მოჰყვა. როგორც ადგილობრივი მედია სლავიანსკის მერ ვიაჩესლავ პონომარიოვზე დაყრდნობით იტყობინება, დაღუპულია ერთი ადამიანი, ერთი კი მძიმედაა დაჭრილი.

მისივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ერთ-ერთ ბლოკ-საგუშაგოზე საჰაერო იერიში მიიტანეს და ის გაანადგურეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცოპერაცია ქალაქ სლავიანსკში დღეს დილით ადრე დაიწყო.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დონეცკში პროკურატურის შტურმის დროს 26 ადამიანი დაშავდა. მათგან ორის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. დაშავებულებს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული.

პროკურატურის შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ სასწრაფო დახმარების ჯგუფები. ფედერალიზაციის მომხრეებმა დონეცკის პროკურატურის შტურმი გუშინ დაიწყეს. შენობა დაიკავეს და პროკურატურის შენობაზე რუსეთისა და ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის დროშები აღმართეს.
შტურმი განხორციელდა კრასნოიარსკშიც, სადაც ფედერალიზაციის მომხრეებმა მილიციის შენობაზე მიიტანეს იერიში. პრორუსმა აქტივისტებმა შენობის მინები ჩაამსხვრიეს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42