ბაიდენი დარწმუნებულია, რომ დასავლეთმა „რუსეთის წინააღმდეგ ზომების მიღების საკითხში, უკრაინაში მისი პოზიციის გამო, გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს“.
აშშ-ის მიერ რუსეთთან მიმართებით შემზღუდავი ზომები იმის გამო მიიღეს, რომ მოსკოვმა ევროპის საზღვრების ხელშეუხებლობის ფუნდამენტური პრინციპი დაარღვია, განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
ბაიდენმა გამოთქვა აზრი, რომ მოსკოვი რეგიონში მეზობლებზე ზეწოლისათვის ენერგორესურსებს იყენებს. მან ევროპას მოუწოდა „განიხილოს ენერგეტიკული უსაფრთხოება ევროპული და ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის ახალი ფაზის ხარისხში“.
ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი კორუფციის მაღალი დონე გახდა.
„უკრაინა დამოუკიდებელი უკვე 25 წელია, თუმცა თავის მიზნებს ვერ მიაღწია კორუფციისა და ხელისუფლების არაეფექტური ინსტიტუტების გამო“, - ხაზი გაუსვა ვიცე-პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






