შსს-ს წარმომადგენლებმა საერთაშორისო სამეთაურო-სამაგიდო სავარჯიშო წარმატებით დაასრულეს
სამართალი - 10:26, 01 May, 2014     1600

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ევროკავშირის მხარდაჭერით აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში ორგანიზებული პროგრამა PPRD East-ის ეგიდით გამართული რეგიონალური სამეთაურო-სამაგიდო სავარჯიშო წარმატებით დაასრულეს.

ღონისძიებაში საქართველოს შს სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, ბელარუსის და მოლდოვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პრაქტიკულ მეცადინეობებზე მხარეებმა ევროკავშირის სამოქალაქო თავდაცვის უწყებებთან და საგანგებო სიტუაციების მართვის საკოორდინაციო ცენტრთან თანამშრომლობის და კოორდინაციის პრინციპებზე იმსჯელეს. მათ საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების, საძიებო-სამაშველო და სამედიცინო ჯგუფების მოთხოვნა-მიღების მექანიზმებზე იმუშავეს და ამ მიმართულებით ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. ასევე განიხილეს საერთაშორისო მედიის და სხვადასხვა ქვეყნის უწყებების პრესსამსახურების ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.

უწყებების მუშაობას მონიტორინგს უწევდნენ ევროსაბჭოს კომისიის წარმომადგენლები, PPRD EAST-ის პროგრამის ექსპერტთა ჯგუფი და მისი ლიდერი სერგეი ანაგნოსტი, ასევე, მოწვეული ექსპერტები საბერძნეთიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთის რესპუბლიკიდან, გერმანიიდან და რუმინეთიდან, რომლებმაც დადებითი შეფასებები მისცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებების მიერ ჩატარებულ სამუშაოს და მონაწილეებს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს. საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა და სერგეი ანაგნოსტიმ პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42