რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში მყოფი პატიმარი გიორგი ჯელაძე უკვე მეოთხე დღეა შიმშილობს. მსჯავრდებული, რომელიც დიაბეტითაა დაავადებული, საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს. ოჯახის წევრები განმარტავენ, რომ შიმშილის მიზეზი 27 აპრილს გამთენიისას მომხდარი ფაქტია. პატიმრის დედის ინფორმაციით, გიორგი ჯელაძე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე 17-ე დაწესებულებიდან დახურულ, მეექვსე დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ოჯახის წევრების განმარტებით, მსჯავრდებულის ეს სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.
„23 აპრილს შესული იყო გამომძიებელი, რომელსაც ჩემმა შვილმა დაწვრილებით მიაწოდა ინფორმაცია მისი წამების შესახებ. მან თქვა, რომ მისი წამების საქმეში ჩართული იყვნენ ბაჩო ახალაია, მეგის ქარდავა, გიორგი ონიანი და შოთა თორაძე. ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე მოსთხოვეს, რომ გაშიშვლებულიყო და ბოლოს საცვლის და ნასკების ჩაცმის უფლება მისცეს. ამ მდგომარეობაში გადაიყვანეს რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში“, - აცხადებს პატიმრის დედა.
მასალის გამოყენების პირობები






