საბერძნეთში მყოფი ერთ-ერთი ქართველი „ავტორიტეტი“ გაზეთ „ვერსიასთან“ საუბრისას წინასაარჩევნოდ ხელისუფლებასა და კრიმინალურ სამყაროს შორის ვაჭრობაზე აკეთებს აქცენტს.
„ყოველი არჩევნების წინ, წინა ხელისუფლებაც და ახალიც, კრიმინალურ სამყაროსთან ვაჭრობს. დახმარების სანაცვლოდ, რაღაც გამოდის და ის „რაღაც“, ძირითადად, ჩვენი ძმების თავისუფლებაა. ახლაც მიდის ვაჭრობა ამ თემაზე, მაგრამ არაფერი გამოუვათ. ჩვენ უკვე რამდენჯერმე მოგვატყუეს“, - აცხადებს საბერძნეთში მყოფი ერთ-ერთი ქართველი „ავტორიტეტი“.
მისი თქმით, საქართველოში ბიზნესის დაწყებას აპირებდნენ, თუმცა ხელისუფლებამ „აწყობილი საქმე წაართვა“.
„ისე, როგორც გგონიათ, ყველა, რომ გაიძახის საბერძნეთი ქართველი კრიმინალებით გაივსოო და აქაურები ყურებს არ იბერტყავენ, რისი ბრალია? - ათი ათასზე მეტ კაცს, რომ დაასაქმებ ნებისმიერი მთავრობა დაგიცავს. ჩვენ ამ ხალხს ვასაქმებთ, ბიზნესი გვაქვს, სერიოზულ ინვესტიციებს ვახორციელებთ. გგონიათ ვქურდობთ და ვძარცვავთ? პირიქით, საქმეს ვაკეთებთ. საქართველოშიც გვქონდა მცდელობა, გავაკეთეთ ბიზნესი, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ თავიდან ტაში დაგვიკრა, მაგრამ მერე აწყობილი საქმე წაგვართვა“, - განაცხადა ქართველმა „ავტორიტეტმა“.
მასალის გამოყენების პირობები






