„ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავჯდომარის გიგი უგულვას და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო პროცესი 14 მაისამდე გადაიდო.
დღევანდელ პროცესზე პროკურორებმა დაცვის მხარის ორი ადვოკატის გიორგი კონდახიშვილისა და ელენე ლაზარიაშვილის აცილება მოითხოვეს.
დაცვის მხარე პროკურორების არგუმენტს არ დაეთანხმა.
დღევანდელ პროცესზე უგულავასა და პროკურორს შორის მცირე ინციდენტიც მოხდა.
"მოვითხოვ, ამ ვაჟბატონმა მაცადოს ლაპარაკი, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს მისთვის ჩემი საუბარი, უნდა მომისმინოს, რადგან მე მას ვუსმენდი, - განაცხადა უგულავამ პროკურორის მისამართით.
მისივე განმარტებით, მერიის თანამშრომელთა დაკავებაში მთავარი პროკურორის მოადგილეები უშუალოდ იყვნენ ჩართულნი.
"მთავარი პროკურორის მოადგილეები შოთაძე და გაბიტაშვილი უშუალოდ იყვნენ ჩართული ამ ადამიანების - მერიის 23 წარმომადგენლის უკანონო დაკავებაში. ამ 23 პირში იგულისხმებიან ის ადამიანებიც, რომლებიც დღეს ჩემთან ერთად ბრალდებულები არიან. ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა ეს ამბავი კარგად იცის და სწორედ ამიტომ სურთ მათი აცილება. პროკურორებს კონდახაშვილის აცილება დაავალა უშუალოდ შოთაძემ და ფარცხალაძემ, რომელიც ახლაც პოლიტიკური პროკურატურის მოქმედი მმართველია", - განაცხადა გიგი უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






