იაპონიამ დ კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღეს
მსოფლიო - 11:33, 29 Apr, 2014     3374

აშშ-ის კვალად, უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, იაპონიისა და კანადის ხელისუფლებებმა რუსეთთან მმართებით დამატებითი სანქციები გამოაცხადეს.

23 რუსი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი იაპონიის ვიზას დროებით ვერ მიიღებს. მათი ვინაობა, ჯერჯერობით, არ სახელდება.

კანადის სიაში ცხრა რუსი, ასევე ორი საკრედიტო ორგანიზაცია: „ეკსპობანკი“ და „როსენერგობანკი“ მოხვდნენ.

კანადის სიაში შესულები ცნობილია: პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ვიაჩესლავ ვოლოდინი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი კოზაკი, სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე ალეკსეი პუშკოვი, ამავე კომიტეტის წევრი ალექსანდრ ბაბაკოვი, პრეზიდენტის პოლიტიკური წარმომადგენელი ყირიმის ფედერალურ ოლქში ოლეგ ბელავენცევი და ფედერალური დაცვის სამსახურის უფროსი ევგენი მუროვი.

გარდა ამისა, სიაში არიან ბიზნესმენები არკადი და ბორის როტენბერგები და „ელდეპეერის“ ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი.

რუსეთში ახალი სანქციები „გულის რევით“ მიიღეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა საააგენტო ინტერფაქსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-მ „უკრაინიაში მიმდინარე მოვლენების სრული გაუგებრობის“ დემონსტრირება მოახდინა. „თეთრი სახლის პრეს-მდივნის განცხადება გულის რევას იწვევს“, - განაცხადა რიაბკოვმა.


მოამზადა ლევან ებრალიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42