რა ბედისწერას გიმზადებთ სახლის ნომერი რომელშიც ცხოვრობთ
ეს საინტერესოა - 09:54, 29 Apr, 2014     3882
იცით თუ არა, რომ სახლებს საკუთარი ენერგეტიკა და კოსმიური ვიბრაციაა გააჩნიათ? როგორც წესი ნებისმიერი ჩვენგანი თავისთავად იზიდავს მისთვის მნიშვნელოვან საცხოვრებელ ადგილს. ზოგჯერ ეს კარგის მომტანია, ზოგჯერ – ცუდის. თუმცა, ის ცუდიც რაღაცის გასააზრებლად მოდის ცხოვრებაში. მოდით, გადავხედოთ სახლების ნუმეროლოგიას და ერთად გავიგოთ როგორი ციფრების ენერგეტიკული ვიბრაციის ქვეშ ვცხოვრობთ მშობლიურ ოჯახში.

საიმისოდ, რომ სახლის ნუმეროლოგიური ინდექსი დაადგინოთ გთავაზობთ მაგალითს:
გურამიშვილის 23 – 2+3 = 5 სახლის ინდექსი ხუთიანია.

1. ასეთი ინდექსის მქონე სახლში მფლობელებს დამოუკიდებლად მოქმედების მოქმედების სურვილი და თვითრეალიზაციის დიდი ნიჭი გააჩნიათ. ისინი მარტივად და ოსტატურად აღწევენ დასახულ მიზნებს. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ ოჯახის წევრებს შორის დიდია ეგოიზმის დონე, რაც არაერთი კონფლიქტის მიზეზი ხდება. ლიდერობის სურვილი კი ხშირად დადის სხვების მოთხოვნების დათრგუნვის პრეცენდენტამდე. ნუ განავითარებთ აგრესიას და დიქტატურას ოჯახში. იყავით უფრო დამთმობი და ლოიალური.

2. იდეალური სახლია შეყვარებული წყვილის ან ახალშექმნილი ოჯახის დასაფუძნებლად. ამ სახლის ბინადართ არ უჭირთ ერთმანეთთან საერთო ენის და კომპრომისის გამონახვა. ამასთან ერთად, იგი მფლობელებს შემოქმედებით ხედვას უძლიერებს. რაც ოთახების კრეატიულ დიზაინზე აისახება. მეგობრული გარემო, კომფორტი და სიცილი ყოველთვისაა ამ სახლის თანამგზავრი.

3. კომუნიკაციური ვიბრაციის მქონე სახლია. მასში ხშირია სტუმრიანობა, ახალ-ახალი ნაცნობობები. ამ სახლში მცხოვრები ხალხი ბავშვურად მხიარული, ოპტიმისტი და ენთუზიასტი ინდივიდები არიან. თუმცა, ხშირად არ ზრუნავენ სახლში იდეალურ სისუფთავესა და წესრიგზე. მათთვის ქაოსში ცხოვრებაც თავისებური ხელოვნებაა.

4. ე.წ. "ვორკოჰოლიკების", ძალზე მოწესრიგებული და პასუხისმგებლობის გრძნობთ სავსე ადამიანების ოჯახია. მათთვის საკუთარი სახლი ყველაზე საიმედო ციხესიმაგრეს წარმოადგენს და რუდუნებით ზრუნავენ მასზე. ერთადერთ პრობლემად ამ ადამიანებისთვის შესაძლოა იქცეს გადამეტებული სნობიზმი, რის ხარჯზეც ოჯახში ცივი დამოკიდებულება დაისადგურებს.

5. სტუმართმოყვარე, პურმარილიანი ხალხის ოჯახია. ამ ხალხს გამუდმებით გააჩნია მიზეზი მხიარულებისთვის. მათი სახლი სავსეა ბავშვებით და ხმაურით. ისინი აღმერთებენ გემრიელ სადილებს, ფუფუნების ნივთებს და ზოგადად, ხელგაშლილად ცხოვრებას.

6. ეს მშვიდი, ტრადიციული და კომფორტული ოჯახია. აქ იშვიათადაა ხმაური ან აყალმაყალი. მათთვის უცხოა სერიოზული მატერიალური პრობლემები, იმიტომ რომ ისინი საოცრად პრაქტიკულბი და წინდახედულები არიან. ერთადერთი ნაკლი ამ ოჯახში არის ის, რომ ისინი ძნელად იღებენ ნოვაციას, მათ შორის უცხო ადამიანებს.

7. სულიერად და ინტელექტუალურად მაღალ საფეხურზე მდგომი ადამიანების ერთიანობაა. ეს სახლი მფარველობს ერუდიციის მოყვარულ ადამიანებს. თუკი მასში დიდი ოჯახი ცხოვრობს, სასურველია, რომ ყველას ჰქონდეს განმარტოებისთვის ადგილი. მართალია, ამ ოჯახს ხშირად აწუხებს მატერიალური პრობლემები, მაგრამ ისინი ერთობლივად ახერხებენ მის გადალახვას.

8. ფუფუნების, სიმდიდრის სახლია. მისი მფლობელები ძირითადად წარმატებული საქმოსნები, თანამდებობის პირები ან ბიზნესმენები არიან. ისინი ხშირად გამოირჩევიან ექსცენტრულობით. აკლიათ ტაქტი და დიპლომატია. ხშირად ფინანსური კეთილდღეობა ვერ უვსებს მათ სულიერ დანაკლისსა და სიცარიელეს.

9. ამ სახლში მოწყენა შეუძლებელია. მართალია, აქ სულ ქაოსი და უწესრიგობაა, მაგრამ იუმორის გრძნობა, რომელიც მის მფლობელებს გააჩნიათ ყველაფერზე მაღლა დგას. ასეთ სახლებში ხშირად ფუჭდება ელექტროტექნიკა, ითიშება შუქი, ჩამოდის წყალი და ა.შ. თუმცა, მისი მაცხოვრებლები ყველაფერს კრეატიულ გადაწყვეტას უძებნიან.

წყარო: astrologi.ge




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42