ელენე ხოშტარია ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის გადადებას ანტიევროპულ ნაბიჯად მიიჩნევს
ექსპერტი ელენე ხოშტარია „ნიუპოსტთან“ საუბარში ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს, მის მიღება-არ მიღებას და საქართველოს პატრიარქის პარლამენტისადმი მოწოდებას აფასებს.
ხოშტარია მიიჩნევს, რომ თუკი პარლამენტი არ განიხილავს ამ კანონპროექტს, ეს იქნება ანტიევროპული და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი.
ილია მეორის დღევანდელი განცხადებიდან გაირკვა, რომ საპატრიარქო საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებს გადადოს აღნიშნული კანონპროექტის მოცემული სახით მიღება, უზრუნველყოს ეკლესიისა და ფართო საზოგადოების ჩართულობა მის განხილვაში, რათა მიღწეულ იქნას შეთანხმება და ევროპისაკენ ქვეყნის სწრაფვაზე ნაჩქარევმა ქმედებამ უარყოფითად არ იმოქმედოს.
როგორც ექსპერტი განმარტავს, სახელმწიფო კანონების მიღება ან შეჩერება, საპატრიარქოს პრეროგატივა არ არის.
„ბუნებრივია, კანონის მიღება არ არის საპატრიარქოს პრეროგატივა. მან არ უნდა გვიკარნახოს კანონების შეჩერებისკენ. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება არის გრძელპერსპექტივიანი პოლიტიკის ნაწილი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის და საუბარი რაიმეს შეჩერებაზე აბსოლუტურად გაუგებარია“, - აღნიშნა ექსპერტმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას. ხოშტარიას განმარტებით, ანტიდისკრიმინაციული კანონის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი, თითქოს ეს ქართულ იდენტობას აკნინებს, ძალიან საშიში პროცესია.
„პირველ რიგში ანტიდისკრიმინაციული კანონი ნიშნავს ძალადობაზე და ადამიანების დისკრიმინაციაზე უარის თქმას. ევროკავშირთან თუ ევროკავშირის გარეშე, ეს ჩვენი ფასეულობა ისედაც უნდა იყოს, თუ გვინდა, რომ თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოში ვიცხოვროთ. ეს არის პირდაპირ მიბმული ჩვენს ევროპულ ინტეგრაციასთან, თუ გვინდა, რომ დაგვიცვან და ჩვენს კეთილდღეობაზე იზრუნონ ევროპულმა სახელმწიფოებმა, მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვართ ისეთივე ფასეულობების სახელმწიფო, ისეთივე ერთგული დემოკრატიის და თავისუფლების როგორც ისინი არიან. შესაბამისად, თუ ჩვენ ამაზე უარს ვიტყვით, ეს ნიშნავს პრაქტიკულად ევროპულ ინტეგრაციაზე უარის თქმას. ამიტომ, დღეს მთავრობის პოზიცია და არამარტო მთავრობის, საზოგადოების პოზიცია ამ კანონთან მიმართებაში იქნება ტესტი, თუ რამდენად სერიოზულად ვართ ჩვენ განწყობილები ევროპულ ინტეგრაციაზე“, - განუცხადა "ნიუპოსტს" ელენე ხოშტარიამ.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონი პირდაპირ მიბმულია ვიზალიბერალიზაციასთან, ანუ ვიზების გაუქმებასთან ევროკავშირში.
„თუ ჩვენ გვინდა, რომ ვიაროთ უვიზოდ მთელი რიგი ღონისძიებებია გასატარებელი. მათ შორის არის ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ შენ ხარ ნორმალური სახელმწიფო. ეს ორი პირდაპირ არის დაკავშირებული. თუ ეს პროცესი ნამდვილად შეჩერდება, თუ ჩვენ ამ კანონს გადავავადებთ, ან არ მივიღებთ, ეს იქნება ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მზაობაზე დამოკიდებული. ამიტომ, აქ უნდა იყოს მთავრობის და საზოგადოების მკაფიო, ცალსახა პოზიცია, რომ ეს არის ქართული საზოგადოების გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ასეთი სახელმწიფო ვართ და არა მოძალადე“, - განმარტა ექსპერტმა „ნიუპოსტთან“ საუბარში და დასძინა, რომ პარლამენტის მხრიდან არანაირ გადადებაზე არ უნდა იყოს საუბარი.
ელენე ხოშტარიას შეფასებითვე, თუკი პარლამენტი არ განიხილავს ამ კანონპროექტს, "ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არა ვართ თავისუფალი სახელმწიფო, სადაც ადამიანებს არ ურტყამენ იმის მიხედვით, თუ რას და როგორ ფიქრობენ ისინი“.
ნინა გოლოშვილი
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა