1 – ამ რიცხვში დაბადებულები მზის ენერგიის მატარებლები არიან. მათთვის აუცილებელია მუდმივი მოძრაობა და მოქმედება.
2 – მათთვის ცხოვრებაში მთავარია ისწავლონ სწორი არჩევანის გაკეთება. ისინი მუდამ უკიდურესობებში ვარდებიან.
3 – ამ ხალხს მოეთხოვება, ცხოვრებაში ყველაფერი საკუთარი ხელით აკეთოს და არასოდეს იყოს სხვის იმედზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ წარუმატებლობა ელის.
4 – მათთვის მთავარია ინფორმაცია. კომუნიკაბელური ადამიანების რიცხვია. ისინი ყოველთვის წარმატებული არიან კომერციასა და ჟურნალისტიკაში.
5 – იურისტების, ადვოკატებისა და ზოგადად სამართლიანობის მოყვარული ადამიანების რიცხვია. მათთვის ცხოვრებაში უმთავრესია სიმართლის პრინციპით ცხოვრება.
6 – მზრუნველი, მოსიყვარულე ადამიანები იბადებიან ამ რიცხვის ვიბრაციით. მათთვის აუცილებელია ყველაფერი სიყვარულით აკეთონ და არასოდეს დააძალოთ თავს საქმის იძულებით კეთება.
7 – ასკეტების, მკაცრი მორალური პრინციპების მქონე ხალხის რიცხვია. მათ თანდაყოლილი სიბრძნე და კეთილგონიერება გააჩნიათ.
8 – რეფორმატორების, გამომგონებლების რიცხვია, ამ ხალხს განსაკუთრებული მისია აკისრია. ისინი ხშირად აღწევენ წარმატებას პოლიტიკაში.
9 – მაღალი სულიერების მქონე ინდივიდების რიცხვია, მათ შორის ბევრი თეოლოგი და ფსიქოლოგი გვხვდება. ცხოვრებას ყოველთვის ფხიზელი თვალით უყურებენ.
10 – მასწავლებლების, პედაგოგიური ნიჭის მქონე ხალხის რიცხვია. მათთვის მარტივია სხვებისთვის ცოდნის გადაცემა.
11 – ხელოვანი ადამიანების რიცხვია. მათთვის აუცილებელია შემოქმედებითი თვითგამოხატვა. მათ რიცხვში ხშირად ვხვდებით თეატრალებს, მუსიკოსებსა და მხატვრებს.
12 – მზრუნველი, აქტიური ადამიანების რიცხვია. მათ შორის ბევრია ექიმი და სოციალური მუშაკი.
13 – კომუნიკაციური ხალხის რიცხვია. დიპლომატები, საკონსულტაციო სფეროს წარმომადგენლები გვხვდებიან მათ შორის.
14 – კანონმორჩილი, ტრადიციების მოყვარული ხალხის რიცხვია. ისინი ხშირად არიან საკუთარი ქვეყნის პატრიოტები. პროფესიად ისტორიკოსობას ან ტურიზმის სფეროს ირჩევენ.
15 – დამოუკიდებლობის მოყვარული, კრეატიული ადამიანები არიან. ყველაფერში დაეძებენ სილამაზესა და ჰარმონიას.
16 – მიზანსწრაფული, ჯიუტი და საოცრად პრინციპული ხალხია. ყოველთვის აღწევენ დასახულ მიზანს.
17 – საოცარი გამომგონებლური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები არიან. შეუძლიათ "არაფრისგან" შექმნან შედევრი. გააჩნიათ წვრილმანებით სიხარულის ნიჭი.
18 – იდეალისტი, მეოცნებე და ხშირად ილუზიებში მცხოვრები ხალხის ციფრია. ბევრი მათგანი მიდრეკილი ალკოჰოლიზმისკენ.
19 – სხვებზე დამოკიდებული და ლაბილური ფსიქიკის მქონე ადამიანები არიან. მათთვის აუცილებელია საკუთარი, ინდივიდუალური ცხოვრებისეული ხედვის გამომუშავება.
20 – პრინციპული, წინდახედული და ფრთხილი ხალხია. მათი მთავარი პრობლემა ასოციალურობაა, ამიტომ უნდა ისწავლონ მეტი კომუნიკაცია გარშემო მყოფებთან.
21 – სპორტსმენების, მოცეკვავეებისა ზოგადად ფიზიკური აქტივობით გამორჩეული ხალხის ციფრია. მათი უმრავლესობა ცხოვრების აქტიურ წესს ეწევა ღრმა სიბერემდე.
22 – ქაოსურობა უდიდესი ნაკლია ამ ხალხისთვის. მათ უნდა გამოიმუშაონ დაკვირვების უნარი და სიფთხილე. წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრი პრობლემა ელით წინ.
23 – მაძიებელი ბუნების, ცნობისმოყვარე და ოპტიმისტი ხალხის ციფრია. მათთვის აუცილებელია კონკრეტული მიზანი დაისახონ ცხოვრებაში და მიჰყვენ მას.
24 – კრეატიული, შემოქმედებითი აზროვნების მქონე ხალხია. მათთვის აუცილებელია მუდმივი კომუნიკაცია ადამიანებთან.
25 – ავტორიტეტული, დიქტატურისკენ მიდრეკილი და ძლიერი ნებისყოფის მქონე ხალხის რიცხვია. მათი უმრავლესობა პატივისცემით სარგებლობს გარშემო მყოფებში.
26 – ამ ხალხის ძირითადი პრობლემები სასიყვარულო სფეროს უკავშირდება. მათ უჭირთ შესაფერისი პარტნიორის პოვნა ამ მხრივ. სიყვარული მათთვის ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი სახსარია.
27 – იდეალისტი, შემოქმედებითი ხალხია. თუმცა მათი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ზედმეტად პრეტენზიულები არიან სხვების მიმართ. ეს კი ხშირად იწვევს გაუგებრობებს.
28 – ძლიერი ნებისყოფის მქონე, კარგი ინტუიციით დაჯილდოებული ხალხია. მათ უმრავლესობას შეუძლია საკუთარი თავის სრულყოფა.
29 – გენეტიკური სიბრძნით დაჯილდოებული ხალხია. მათთვის მარტივია ნებისმიერი ტიპის ოკულტური ცოდნის ათვისება.
30 – მებრძოლი, სულით რევოლუციონერი და დაუმორჩილებელი ხალხია. ისინი ხშირად ქმნიან ქაოსს და არეულობას გარშემო მყოფებს შორის.
31 – გონიერი, ფილოსოფიური აზროვნების მქონე ხალხია. მათ უმეტესობას უნარი აქვს ისწავლოს და გაიზარდოს საკუთარ შეცდომებზე.
წყარო: astrologi.ge
მასალის გამოყენების პირობები






