"სენატის" "დიჯეიმ" თვითმკვლელობამდე ქონება ყოფილ შეყვარებულს დაუტოვა
სამართალი - 10:57, 28 Apr, 2014     5503

კლუბ "სენატის" დიჯეის კრისტიან მაკნალტის თვითმკვლელობის შესახებ ბევრი დეტალია გარკვეული, თუმცა დადასტურებულად არავინ იცის, რატომ დაასრულა ირლანდიის მოქალაქემ სიცოცხლე სუიციდით.

დიჯეის თვითმკვლელობის შესახებ დეტალებს გაზეთი „პრაიმტაიმი“ ასაჯაროვებს.

მათი ინფორმაციით, დიჯეიმ თვითმკვლელობამდე ნოტარიუსის დახმარებით მთელი თავისი ქონება ყოფილ შეყვარებულს, მოდელს ელენე წიკლაურს დაუტოვა. სწორედ ელენემ უნდა აიღოს მეურვეობა კრისტიანის 15 წლის ქალიშვილზე.

როგორც საგაზეთო ინტერვიუში დიჯეის მეგობრები აცხადებენ, ელენე მზად არის მეურვეობას დასთანხმდეს. თუმცა, ქონებასთან დაკავშირებით კონკრეტულ პასუხს არ ამბობს.

ელენე წიკლაური, კრისტიან მაკნალტის შეყვარებული:

- არ ვიცი, არაფერი არ არის გადაწყვეტილი და არაფერი არ არის მანდ ნათქვამი, რომ მე დამიტოვა თუ ვის დაუტოვა. ყველაფერი გაირკვევა, როგორც წესია, და ამას გაარკვევენ გამომძიებლები.

ქონებასთან დაკავშირებით კითხვები მეგობრებსაც აქვთ. პაატა დათუაშვილის განცხადებით ნოტარიუსით დამოწმებულ ფურცელს იურიდიული ძალა არ აქვს, რადგან დოკუმენტებში არ ფიგურირებს ექიმის და ფსიქოლოგის დასკვნა.

პაატა დათუაშვილი, კრისტიანის მეგობარი:

- კრისტიანის წერილში ნამდვილად იყო ელენე მოხსენიებული. წერილში კრისტიანს ეწერა, რომ ქონება მინდა განკარგოს ელენემო. ნოტარიუსის წერილშიც იგივეს წერდა. მე არ ვიცი, რამდენად აქვს ნოტარიულად დამოწმებულ დოკუმენტს იურიდიული ძალა, რადგან თქვენ კარგად იცით, რომ, როდესაც მსგავსი წერილი დგება, ადამიანი ფხიზელ მდგომარეობაში უნდა იმყოფებოდეს, იქვე უნდა იჯდეს ექიმი, რომელსაც შემოწმებული ეყოლება ეს ადამიანი და ხელი ექნება მოწერილი, რომ იმ მომენტში ეს ადამიანი არ იყო ან წამლის, ან სასმელის ზემოქმედების ქვეშ. ეს ჩვეულებრივი წესია. როგორც ვიცი, ისე დაწერილ წერილს და ვიღაცის მიერ ბეჭედდარტყმულ ქაღალდს იურიდიულად ძალა არ აქვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42