პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვის ჯარიმა 400-დან 2 000 ლარამდე იქნება
სამართალი - 09:39, 28 Apr, 2014     1162

სამართალდამცავთა მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ან მათ მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ჯარიმის ქვედა ზღვარი 400 ლარით განისაზღვრება, ხოლო ფულადი სანქციის ზედა ზღვარი - 2 000-ლარი.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" შესაბამის – 173-ე მუხლში გასულ წელს განხორციელდა ცვლილებები, რომლის თანახმად სამართალდამცავთა მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევებზე ფულად სანქციად დაწესდა ჯარიმა - 2 000-ლარამდე ოდენობით.

კოდექსში ჩაიწერა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა ფიზიკური შეურაცხყოფისა), გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

შს სამინისტროს ინიციატივით "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შემავალი ცვლილებების თანახმად ადმინისტრაციული სახდელის ზომა იცვლება და საჯარიმო თანხის ქვედა ზღვარი 400 ლარით განისაზღვრება, ხოლო ზედა ზღვარი – 2 000 ლარამდე უცვლელი დარჩება.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტში ინიცირებულია. მის განხილვას მთავრობა დაჩქარებული წესით ითხოვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42