უკანასკნელი წერილი, რომელიც დაიწერა განწირული ტიტანიკის ბორტზე, ინგლისში აუქციონზე 119 ათას ფუნტად გაიყიდა. ეს წერილი იყო დაწერილი ესტერ ჰარტისა და მისი 7 წლის ქალიშვილის ევას მიერ, ლაინერის დაღუპვამდე 8 საათით ადრე. ორივე მათგანი აისბერგთან შეჯახების შედეგად დაღუპული ტიტანიკის კატასტროფას გადაურჩნენ. წერილი შენარჩუნდა მხოლოდ იმიტომ, რომ ის დარჩა მამაკაცის ქურთუკში, რომელიც გადასცა მას ქმარმა მაშველ ნავში ჩასხდომის წინ. წერილის ადრესატი იყო ესტერის დედა, რომელიც ლონდონის აღმოსავლეთში ცხოვრობდა. წერილში აღწერიალია თუ როგორ მშვენივრად მიმდინარეობს მათი მოგზაურობა. ესტერი წერს, რომ ისინი ნიუ-იორკში ჩამოვლენ დროზე ადრე იმიტომ, რომ ლაინერი მოძრაობს იმ დროისათვის რეკორდული სიჩქარით. მეუღლე ბენჟამენი დაიღუპა ეკიპაჟის წევრებსა და 1500 მგზავრთან ერთად.
ეს წერილი აუქციონზე გატანილ იქნა 2014 წლის 26 აპრილს. მართალია ვაჭრობა 101 ათასს ფუნტზე დასრულდა, თუმცა დანამატებთან ერთად წერილის ღირებულებამ მიაღწია 119 ათასს, რომელიც აუქციონერების სიტყვებით, ახალი რეკორდია ამ ტიპის წერილებისათვის.
როგორც ცნობილია, ტიტანიკი დაიღუპა საუტჰემპტონიდან ნიუ-იორკის მიმართულებით ცურვისას, თავისი პირველი მოგზაურობის მეხუთე დღეს.
ტიტანიკიდან გადარჩენილი ნივთების გაყიდვა აუქციონებზე საკმაოდ სარფიანი ბიზნესია. მაგალითად, ვიოლიონო, რომელზეც ჩაძირვის რამეს ორკესტრის ერთ-ერთი მუსიკოსი უკრავდა, გაიყიდა რამდენიმე მილიონ ფუნტ-სტერლინგად.

შაბათს გაყიდული წერილი, როგორც აუქციონერი ენდრიუ ოლდრიდჯი აღნიშნავს, უნიკალურია. ეს ძალიან იშვიათი დოკუმენტია, თუნდაც იმიტომ, რომ ის დაიწერა ტიტანიკის ბორტზე 14 აპრილს, რამოდენიმე საათით ადრე, სანამ ტიტანიკი აისბერგს შეეჯახებოდა. ,,ჩვენ აბსოლუტური სიზუსტით შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ წერილის დაწერიდან უკვე 12 საათში, ტიტანიკი უკვე განისვენებდა ატლანტის ოკეანის ფსკერზე“. წერილი დაწერილია კომპანია White Star line-ს ბლანკზე, წითელი დროშით. მას აქვს ქუდი წარწერით: ,,ტიტანიკის ბორტზე კვრას, ნაშუადღევს“. წერილში აღწერილია თუ როგორ განიცდიდა ავტორი ზღვის ავადმყოფობას, მაგრამ ის ეხლა უკეთესად გრძნობდა თავს, რომ ის ესწრებოდა დილას საეკლესიო მსახურებას ქალიშვილ ევასთან ერთად. აგრეთვე აღნიშნავს, რომ მსახურებისას, ევა მშვენივრად გალობდა, რომ ისინი გამოვლენ კონცერტზე ხვალ საღამოს. ესტერი აგრეთვე წუხდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გემთმშენებელი კომპანია რეკლამირებას უკეთებდა, რომ ლაინერი დაცულია რყევებისგან სპეციალური სტაბილიზაციის სისტემებით, გემი რყევებს მაინც განიცდიდა. ის ხაზს უსვამდა იმას, რომ მეზღვაურების თქმით, გემი ცურავს მშვენივრად.
ტიტანიკი ჩაიძირა მეხუთე დღეს თავისი პირველი გაცურვიდან საუტჰემპტონიდან ნიუ-იორკის მიმართულებით.
მასალის გამოყენების პირობები






