თბილისის მოდის კვირეულზე ცნობილ ქართველ დიზაინერებთან ერთად ბევრ ახალბედა სახესაც ვნახავთ. როგორც ყოველთვის, წელსაც ჩატარდება დამწყებ დიზაინერთა კონკურსი, რომლის ჟიურიში უცხოელი სტუმრები იქნებიან. მათ შორის, იტალიელი მოდის კონსულტანტი ჯანი ფონტანა და სერენა ტოფეტი, რომლებიც გამარჯვებულ ნიუქამერს სპეციალური პრიზით დააჯილდოვებენ.
ნინო იოსელიანი, მოდის კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორი: „ახალი სახეების წარმოჩენა მოდის კვირეულის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა. აქედან გამომდინარე ტრადიციას არ დავარღვევთ და ამ ფეშენ ვიკზეც გვექნება ახალგაზრდა დიზაინერების კონკურსი. საუკეთესო დიზაინერს პრიზად გადაეცემა სტაჟირება უცხოეთში“.
კვირეულის ფარგლებში, თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება მასტერკლასები, მათზე დასწრების შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება, განსაკუთრებით სახელოვნებო უნივერსიტეტებიდან.
მასალის გამოყენების პირობები






