„დიდი შვიდეულის“ ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ, მისი უკრაინაში მოქმედების გამო, ახალ სანქციებზე შეთანხმდნენ. ახალი სანქციები ეკონიმიკის, ფინანსების და სავაჭრო სფეროებს შეეხება, მაგრამ ამით არ შემოიფარგლება. თეთრი სახლის განცხადებით, მიღებული ზომები შეეხება პრეზიდენტ პუტინთან დაახლოვებულ კერძო პირებსა და კომპანიებს.
G7-ის წარმომადგენლებმა ერთობლივ განცხადებაში მხარი დაუჭირეს კიევს, მიიჩნიეს რა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყნის აღმოსავლეთ მხარეებში ოპერაციის დროს მოთმინება გამოიჩინეს.
„რუსეთმა - პირიქით, არ მიმარტა კონკრეტულ მოქმედებას ჟენევის შეთანხმების შესაბამისად“, - აღნიშნულია განცხადებაში. რუსეთი განაგრძობს დაძაბულობის გამწვავებას უკრაინაში განცხადებებითა და საზღვარზე სამხედრო სწავლებებით, რაც სულ უფრო მეტ აღშფოთებას იწვევს, თვლიან G7-ის ლიდერები.
მოამზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






