საქალაქო სასამართლო ოქრუაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 20:46, 25 Apr, 2014     2089
თბილისის საქალაქო სასამართლო ოქრუაშვილთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. "ნიუპოსტი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მხარეთა შორის დავის საგანს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 22 აპრილის განკარგულების ბათილად ცნობა და გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ განკარგულების ძალაში დატოვება წარმოადგენდა, რომლითაც ირაკლი ოქრუაშვილი დარეგისტრირდა გორის მერობის კანდიდატად.

მოსარჩელის განცხადებით, გორის #32 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2014 წლის 19 აპრილის განკარგულებით, "ირაკლი ოქრუაშვილი- ქართული პარტიის" წარმომადგენელი ირაკლი ოქრუაშვილი დარეგისტრირდა გორის მერობის კანდიდატად. აღნიშნული განკარგულება პ/მ "სამართლიანი საქართველოსათვის" და პ/გ "სახალხო პარტიის" მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმ საფუძვლით გასაჩივრდა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი მუდმივად არ ცხოვრობდა საქართველოში ბოლო 2 წლის განმავლობაში, რაც კანდიდატისთვის სავალდებულო პირობას წარმოადგენს. ამავე კომისიის 22 აპრილის განკარგულებით გაუქმდა ი. ოქრუაშვილის რეგისტრაცია თვითმმართველობის არჩევნებში მერობის კანდიდატად მონაწილეობის თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, ვინაიდან 2006 წლიდან დღემდე ი. ოქრუაშვილი რეგისტრირებულია ქალაქ თბილისში, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ მისი საცხოვრებელი ადგილია ქ.თბილისი, შესაბამისად ცესკო-ს განკარგულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

თავის მხრივ, წარმოდგენილი შესაგებლით, მოპასუხე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები. მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ ი. ოქრუაშვილს უარი ეთქვა კანდიდატად დარეგისტრირებაზე საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსის" იმ მოთხოვნის დარღვევის გამო, რომელიც მერობის კანდიდატისთვის საქართველოში ბოლო 2 წლის მანძილზე მუდმივად ცხოვრების აუცილებლობას აწესებს. სასამართლომ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ საარჩევნო მიზნებისათვის საცხოვრებელი ადგილის დეფინიციას საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" არ განსაზღვრავს. თუმცა, იგივე კოდექსი მიუთითებს, რომ მერობის კანდიდატი არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს საქართველოში. სასამართლოს მოსაზრებით, კანონმდებლის ნებაა მერად არ იქნეს არჩეული ისეთი პიროვნება, რომელიც არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში უშუალოდ არ იმყოფებოდა და ფაქტობრივად არ ცხოვრობდა ქვეყანაში. სასამართლო განხილვისას დადგინდა, რომ ი. ოქრუაშვილი 2012 წლის აპრილიდან 2012 წლის ნოემბრამდე არ იმყოფებოდა საქართველოში, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაირღვა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნა კანდიდატის ბოლო 2 წლის მანძილზე ქვეყანაში მუდმივად ცხოვრებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მისი გამოტანიდან 1 კალენდარული დღის განმავლობაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით", - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42