ხურვალეთიდან გატაცებული ქალები ამ დროისთვის კვლავ ცხინვალის იზოლატორში რჩებიან.
„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ოკუპანტებმა გატაცებული ქართველები ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებას გადასცეს და ახლა ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. ქართული მხარე თვითაღიარებულ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს ამ წუთებშიც აწარმოებს, რათა ქართველი ტყვეების გათავისუფლება მოხდეს.
ჩვენი ინფორმაციით რუსმა ოკუპანტებმა რუსუდან ხუროშვილი, ზეინაბ ხარხელი და ლალი ხუროშვილი ხურვალეთიდან სოფლის განაპირას დააკავეს და ისინი ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით ძალისმიერი ქმედებევით წაიყვანეს. რაც შეეხება ცოტა ხნის წინ გატაცებულ ქეთევან ხუროშვილს მისი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით დაუდგენელია. სავარაუდოდ, ოკუპანტებმა ქართველი ტყვე ოკუპირეებულ წინაგარაში წაიყვანეს და მოგვიანებით ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს გადასცემენ.
„ნიუპოსტის“ ინფორმაციით ქართველი ტყვეების გათავისუფლება ხვალ მოხდება. სავარაუდოდ მათ ე.წ. საზღვრის უკანონო ბრალდებით გაასამართლებენ და დაწესებულ ჯარიმას გადაახდევინებენ, ქართულ მხარეს კი ერგნეთში ჯარიმის გადახდის შემდეგ გადასცემენ.
გიორგი ახალკაცი „ნიუპოსტი“ გორი
მასალის გამოყენების პირობები






