ცესკო-მ გამოძიებას გააცნო ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომელთა სახელები და მონაცემები ბოლო დროს გამოყენებულ ყალბ პასპორტებაშია მითითებული.
,,ცესკოს ინფორმაციით, თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს გამომძიებლმა, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმოადგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის განჩინება, რომლის თანახმად, გამოძიებას უფლება ჰქონდა ამოეღო მოქალაქეების - ლევან მაისურაძისა და გოჩა წერეთელის 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დედნები’’.
ცესკო-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამომძიებელს წარუდგინა ინფორმაცია, კერძოდ ლევან მაისურაძისა და გოჩა წერეთლის საპარლამენტო არჩევნებში დამადასტურებელი დოკუმენტრაციის დედნები, აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა ე.წ. სამაგიდო სიაში, ზემოხსენებული პირების სახლი და გვარი არ იყო დაფიქსირებული.
მასალის გამოყენების პირობები






