ამის შესახებ, აშშ-ის სახელწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, 24 აპრილს, სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ სხდომაზე განაცხადა.
„ფანჯარა კურსის ცვლილებისათვის იხურება. პრეზიდენტმა პუტინმა და რუსეთმა არჩევანი უნდა გააკეთონ. თუ რუსეთი დეესკალაციის გზას აირჩევს, ჩვენ ყველა დიდი სიამოვნებით მივესალმებით ამას. მაგრამ თუ რუსეთი ამას არ გააკეთებს, მსოფლიო გააკეთებს ყველაფერს, რათა ასეთი მოქმედების ფასი რუსეთისათვის გაიზარდოს“, - განაცხადა კერიმ.
მისი თქმით, „რუსეთმა არცერთი კონკრეტული ნაბიჯი არ გადადგა იმისათვის, რომ 17 აპრილს ჟენევაში მიღწეული შეთანხმების თანახმად, უკრაინაში სიტუაციის დასაწყნარებლად.
როგორც კერიმ აღნიშნა, უკრაინამ თავის მხრივ „სიტყვა შეასრულა“ და კონფლიქტის გადაწყვეტას ცდილობს.
„თუ რუსეთი ამ მიმართულებით მოქმედებას განაგრძობს, მაშინ ის არამარტო შეცდომას დაუშვებს, არამედ ეს იქნება ისეთი შეცდომა, რომელიც ძალიან ძვირი დაუჯდება“, - თქვა კერიმ. ის ირწმუნება, რომ ასეთ შემთხვევაში დასავლეთი რუსეთს დასჯის. კერიმ შეახსენა, რომ მოქმედებისათვის მხადყოფნის შესახებ პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა.
მოამზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






