კათოლიკური ეკლესიის მეთაურის თქმით, ადამიანებს ჰყავთ უცხოპლანეტელი „დები და ძმები“, რომლებსაც ძალიან მალე შეხვდებიან .
„ძვირფასო ძმებო, - თქვა პაპმა, - მინდა ყველას გითხრათ, რომ ჩვენ მარტონი როდი ვართ სამყაროში. მეცნიერებამ უკვე გააკეთა სერიოზული პროგრესი და, როგორც ჩანს, ძალიან მალე ჩვენ შევიტყობთ ჩვენი ახალი ძმებისა და დების არსებობის შესახებ, რომლებთანაც მშვიდობიან კონტაქტებს დავამყარებთ. საოცარი იქნება ეს დღე, და გახსოვდეთ, ღმერთი ერთია, და ყოველთვის აკვირდება თითოეულ ჩვენგანს“. განაცხადა რომის პაპმა.
ამ ქადაგებამ საგონებელში ჩააგდო ათასობით ადამიანი, რომლებიც ამ დროს ქუჩაში იდგნენ. პაპ ფრანცისკის სიტყვაში მან უბრალოდ კი არ დააზუსტა, რამდენად მნიშვნელოვანია პროგრესი, არამედ ყურადღება მიაპყრო იმას, რომ ჩვენი გონება მზად უნდა იყოს ყველაზე გასაოცარი მოვლენებისთვის. ვატიკანის ასტრონომების თქმით, უცხოპლანეტელები უკვე ჩამოდიან დედამიწაზე და აპირებენ ჩვენს მონათვლას თავიანთ სარწმუნოებაში. ზოგიერთი ღრმა თეოლოგი უკვე ამბობს, რომ შესაძლოა ყოველივე, რაც კი სახარების შესახებ ვიცით, არასწორი აღმოჩნდეს და გადაისინჯოს.
მასალის გამოყენების პირობები






