ყვარლის გამგებელი დავით ქევხიშვილი სამართალდამცველებმა დააკავეს. ქევხიშვილის და რამდენიმე აქტივისტის დაკავება გამგეობის შენობასთან მიმდინარე აქციაზე მოხდა. ჯერჯერობით უცნობია დაკავების მიზეზი.
ყვარელის გამგეობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა გამგეობის შენობას კვერცხები დაუშინეს, რასაც რამდენიმეს დაკავება მოჰყვა. დაპირისპირება გამგებლის მომხრეების მიერ მოწყობილ საპროტესტო აქციაზე დაიწყო.
აქციაზე შეკრებილებმა ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარეს კარი აუჭედეს. ამ დროისთვის გამგეობის მთლიანი შენობა პოლიციას აქვს დაკავებული.
ყვარლის გამგებლის დავით ქევხიშვილის მხარდამჭერები გამგეობასთან დღეს დილიდან შეიკრიბნენ. ისინი საკრებულოს მიერ გამგებლის იმპიჩმენტის დაყენებას აპროტესტებდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ სიტუაცია მართულია და მასში ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან ჩართულები.
მასალის გამოყენების პირობები






