დეპუტატ ვალერი გელაშვილის თქმით, მასზე თავდასხმა გაზეთ „რეზონანსისთვის“ მიცემული ინტერვიუს შემდეგ დაიგეგმა. ამის შესახებ "ნიუპოსტს" გელაშვილმა თავად განუცხადა. „რეზონანსისთვის“ მიცემული ინტერვიუდან ორი კვირის შემდეგ მოხდა თავდასხმა", - აღნიშნა ყოფილმა დეპუტატმა "ნიუპოსტთან" საუბრისას.
ინტერვიუში დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის პირად ცხოვრებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მას „ცოლი გაექცა“.
„პრეზიდენტი მომწონს თუ არა? რას ამბობთ, კაცს რომ ცოლი გაექცევა ის რა პრეზიდენტია...მთელი თბილისი ამაზე ლაპარაკობს და თქვენ არაფერი იცით? წავიდა სანდრა და აღარ ჩამოდის. ცოლ-ქმარს შორის კარგი ურთიერთობა რომ არსებობდეს ამდენი ხანი უმიზეზოდ და მოგონილი მიზეზებით დაშორდებოდა ქმაარს? მიშას ჩემს სახლში ცხოვრება ალანა გაგლოევასთან ერთად უნდოდა. თუ ჩემს სახლში პრეზიდენტი კიბეებზე დარბის და უკან გაგლოევა სასდევს ის ჩემი პრეზიდენტი არ არის“, - ამბობს „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გელაშვილი.
პროკურატურამ ვალერი გელაშვილის საქმეზე „სოდ“-ის ყოფილ უფროსს ერეკლე კოდუას ბრალი დაუმძიმა. ამის შესახებ პროკურატურის ბრიფინგზე გახდა ცნობილი. გამოძიება ყოფილ მაღალჩინოსანს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.
მასალის გამოყენების პირობები






