მარიუპოლის მერიის შენობა მებრძოლებისგან გაათავისუფლეს
მსოფლიო - 12:52, 24 Apr, 2014     1639

უკრაინის შინაგანმა ჯარებმა მარიუპოლის მერიის შენობა გაათავისუფლა შემპყრობლებისაგან, რომელთაც სახელმწიფო საბჭო 13 აპრილიდან დაკავებული ჰქონდათ, იუწყება უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მეთაური არსენ ავაკოვი.

„სახელმწიფო საბჭო დაცვის ქვეშ აიყვანება. მერი უკვე შიგნიტ არის“, - დაწერა ავაკოვმა თავის „ფეისბუკზე“.

მინისტრი იუწყება, რომ მერიის გათავისუფლებამ უმსხვერპლოდ ჩაიარა.

„როგორც აქამდე ვამბობდით: განსხვავებულად მოაზროვნეეებს - დიალოგი და დისკურსი, ტერორისტებს - მკაცრი პასუხი განადგურებამდე. ამ შემთხვევაში მსხვერპლის გარეშე ჩაიარა. და ეს კარგი და სწორია.ქალაქში სიტუაციის ნორმალიზების პროცესი გაგრძელდება“, - დასძინა ავაკოვმა.

რამდენიმე დღის წინ უკრაინის შსს-მ დონეცკის ოლქში ქალაქი სვიატოგორსკი, ძალისმიერი ოპერაციის მსვლელობისას, „უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებებისგან“ გაათავისუფლა.

აღდგომის სადღესასწაულო შესვენების შემდეგ, ძალოვანმა სტრუქტურებმა „ანტიტერორისტული ოპერაცია“ განაახლა უკრაინის აღმოსავლეთში, სადაც პრორუსი აქტივისტები ადმინისტრაციული შენობების დაკავებას განაგრძობენ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ოთხშაბათს ღამით, არტემოვსკის საბრძოლო ნაწილზე შეიარაღებული თავდასხმა გახორციელდა.

სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს, რის შემდეგაც თავდამსხმელები გაიფანტნენ.

„თავს დაგვესხა დაახლოებით 70 კაციანი დაჯგუფება რუსი სამხედროს მეთაურობით (სლავიანსკში გადაღებულ ფოტოებზე დაფიქსირებული - ფართოწვერიანი). სამხედროებმა თავდასხმა მოიგერიეს. დაჭრილია ჯარისკაცი. თავდამსხმელთა მხრიდან დაშავებულებზე ინფორმაცია ზუსტდება“, - დაწერა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე არსენ ავაკოვმა.



ბიბისის მასალების მიხედვით, მოამზადა ლევან ებრალიძემ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42