აშშ-მ რუსეთის ბრალდებებს სასაცილო უწოდა და ამერიკელი ჟურნალისტის გათავისუფლება მოითხოვა
მსოფლიო - 11:46, 24 Apr, 2014     830

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ სასაცილო უწოდა ლავროვის ბრალდებებს აშშ-ის მისამართით იმის შესახებ, რომ ამერიკელები კიევის ხელისუფლებას აკონტროლებენ.

მისი თქმით, უკრაინა - ეს სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც უფლებამოსილია თავის ტერიტორიაზე საკუთარი უსაფრთხოების დაცვისათვის ოპერაციები ჩაატაროს. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეთი რიტორიკა „კონტრპროდუქტიულია“.

პსაკიმ ასევე მოითხოვა დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკრაინის აღმოსავლეთში დაკავებული ამერიკელი ჟურნალისტი, გამოცემა Vice News-ის კორესპონდენტი სიმონ ოსტროვსკი.

შეგახსენებთ, რომ სერგეი ლავროვმა კვლავ განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსი სამხედროები არ არიან და აშშ-ს დაძრახა ფალსიფიცირებული ფოტოსურათების დახმარებით საწინააღმდეგოს დამტკიცების მცდელობების გამო.

„ერთადერთი კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც ამერიკელებს აქვთ, ყველგან ფალსიფიცირებული ფოტოსურათების გავრცელების გარდა, არის ფაქტი, რომ სამხედროები იყენებენ რუსულ იარაღს. მაგრამ რუსულ იარაღს ყველა იყენებს - და უკრაინაშიც ასეა („კალაშნიკოვი“, „მაკაროვი“, პისტოლეტები)“, - განაცხადა ლავროვმა ტელეარხ „რუსეთი დღეს“ ეთერში.

მან ასევე თქვა, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ქვეყნის „დამანგრეველ“ მომენტად იქცევა, თუ კიევი არ გაითვალისწინებს სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონების მოსახლეობის მოთხოვნებს. რუსული საგარეო უწყების მეთაურმა ვაშინგტონს ბრალი დასდო, რომ ის „დირიჟორობს შოუს“ უკრაინაში.



მოამზადა ლევან ებრალიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42