საბერძნეთში შესვლისას კანონით დაშვებულია მხოლოდ 2 ათასი ევროს შეტანა.
როგორც ბერძნული პოლიტიკური ჟურნალ „EFHMERIS THS KYVERN-HESEOS“-ის („სამთავრობო გაზეთი“) რედაქტორი, კონსტანტინო კარფია ამბობს, ბერძნული კანონის მიხედვით პოლიტიკური თავშესაფარი კი არა, ციხე ეკუთვნის და ამას ალბათ, სასამართლო გადაწყვეტს:
„ჩემთვის ეგ თემა არ არის საინტერესო, მაგრამ რადგან მკითხეთ, გავარკვიე - ეს ადამიანი ჩვეულებრივი დამნაშავეა, მას აუცილებლად გაასამართლებენ, არავითარი პოლიტიკური თავშესაფარი. ახალაია არასად არ გამოცხადებულა.. შეიძლება თვითონ მოუვიდა აზრად , რაკი დამიჭირეს, ბარემ თავშესაფარსაც მოვითხოვო, მაგრამ ვიმეორებ, ეს გამორიცხულია, როცა დააკავეს, არც კი იცოდნენ, რომ ის საქართველოში, ოდესაღაც მაღალჩინოსანი იყო. გარდა ამისა, ეს ადამიანი უდანაშაულოც რომ იყოს , საბერძნეთი ვერ მისცემს პოლიტიკურ თავშესაფარს, რადგან ჩვენი კანონის მიხედვით საქართველოს მოქალაქეებზე ასეთი რამ არ არის გათვალისწინებული“, - აცხადებს კონსტანტინო კარფია „ალიასთან“ საუბარში.
მისივე თქმით, მსგავსი დანაშაული საბერძნეთში 7-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თუმცა არ არის გამორიცხული ისეთი ბრალდებებიც წაუყენონ, რომლის შესახებაც ჩვენ ჯერ არ ვიცით.
სხვათა შორის, დათა ახალაიას დაკავებასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვები, რატომ არ დააკავეს ქართველმა სამართალდამცავებმა თურქეთში, როცა მასზე ძებნა იყო გამოცხადებული და თავის ძმაკაცებთან (მეგის ქარდავა, სოსო თოფურიძე) ტრაპზონის ბარებშიც კი „დაგულაობდა? რატომ გახმაურდა მისი დაკავების ფაქტი ახლა და არა ერთი თვის წინ, როგორ გგონიათ ბერძენმა სამართალდამცველებმა ამის შესახებ საქართველოს არ შეატყობინეს? რატომ გაემგზავრა მაია ფანჯიკიძე სასწრაფოდ ოფიციალური ვიზიტით სებერძნეთში?
წყარო: გაზეთი „ალია“
მასალის გამოყენების პირობები






